ბიოფილური არქიტექტურა და მისი პრინციპები
ფოტო : Dec Michal
ბიოფილური დიზაინი მოიაზრებს ადამიანის ინტეგრაციას გარე სამყაროსთან, ადამიანური და ბუნებრივი რესურსების ჰარმონიულ თანაფარდობას. ის წარმოადგენს საწყისს, რომელიც ადამიანს საკუთარ ფესვებთან აბრუნებს. კაცობრიობამ, როგორც სახეობამ, არსებობის სრული ციკლი განვლო ბუნების წიაღში. ეკოლოგიურად მძიმე პირობების მქონე სამყაროში კი, ადამიანი საჭიროებს ხელახალ და უწყვეტ კავშირს თავის საწყისთან - ბუნებასთან.
ბიოფილური დიზაინის კონცეფცია, არქიტექტურასა და სამშენებლო ინდუსტრიაში, მიზნად ისახავს,ძლიერი კავშირის ჩამოყალიბებას ადამიანსა და ბუნებრივ გარემოს შორის. ეს კი მიიღწევა ბუნების, სივრცისა და გარემოს ელემენტების ჩართულობით.
ბიოფილური არქიტექტურის კონცეფცია გამოიყენება, როგორც შენობის, ასევე ქალაქის მასშტაბით. მტკიცდება, რომ იგი ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების წინაპირობაა, აქვს, როგორც გარემოსდაცვითი, ასევე, ეკონომიკური სარგებელი, როგორც ბინადრებისთვის, ისე ურბანული სივრცისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი "ბიოფილური დიზაინი" შედარებით მცირე ხნის წინ წარმოიშვა, მისი არსი და პრინციპები საუკუნეების განმავლობაში არსებობდა არქიტექტურაში. მისი კვალი გვხვდება მაგალითად, ბაბილონის ბაღებში. თვისებები, რომლებიც სახასიათოა ბიოფილური დიზაინსთვის, მკაფიოდ გამოიხატებოდა მდგრადი დიზაინის პრინციპებში, მაგრამ ტერმინის შემოღებამ, მისი ფართო აღიარება და აკადემიური სანდოობა უზრუნველყო.

ბიოფილური არქიტექტურის ძირითადი პრინციპები
ბიოფილური არქიტექტურა ეხმარება ადამიანებს ბუნებასთან უფრო მჭიდრო კავშირში ცხოვრებაში, რაც აუმჯობესებს მათ კეთილდღეობას და გარემოს მდგრადობას. მისი ძირითადი პრინციპები მოიცავს:
- ინტეგრაცია ბუნებასთან: ბუნებრივი ელემენტების ჩართულობა, როგორიცაა მცენარეები, წყალი და მზის პირდაპირი სხივი შენობის დიზაინში.
- ბუნებრივი განათება და ვენტილაცია: მაქსიმალურად გაზრდილი დღის სინათლე, სუფთა ჰაერი, დიდი ფანჯრებისა და ვენტილაციის სისტემების მეშვეობით.
- მასალის კავშირი: ბუნებრივი, განახლებადი მასალები, როგორიცაა ხე, ქვა და ბამბუკი.
- ბიომიმიკრია: დიზაინი შთაგონებულია ბუნების ნიმუშებით, ფორმებითა და ეკოსისტემებით.
- პერსპექტივა და თავშესაფარი: დაბალანსებული ღია, ვრცელი ხედები დახურული, უსაფრთხო სივრცეებით.
- მრავალ სენსორული ჩართულობა: ბგერების ჩართულობა, ტექსტურა და სურნელი, რომელიც ბუნების შთაგონებით წარმოიქმნება.
- მდგრადობა: ენერგოეფექტური სისტემები, მწვანე სახურავები და წვიმის წყლის მარაგი.
ძირითადი სტრატეგიები
შეგვიძლია გამოვყოთ ძირითადი სტრატეგიები, რაც გამოიყენება ბიოფილიური არქიტექტურის შექმნისას:
- მწვანე ინფრასტრუქტურა: “ცოცხალი კედლები”, მწვანე სახურავები და ვერტიკალური ბაღები.
- გარე და შიდა კავშირი: უწყვეტი გადასვლები შიდა და გარე სივრცეებს შორის.
- წყალი: შადრევნები, აუზები ან ჩანჩქერები, ჰარმონიული და მშვიდი ეფექტისთვის.
- ურბანული ინტეგრაცია: შენობების შერწყმა ბუნებრივ გარემოსთან - ურბანულ ტყეებთან.
- დინამიკური სივრცეები: მრავალფეროვანი განლაგება, შთაგონებული ბუნებრივი ეკოსისტემებით.
ბიოფილური არქიტექტურის მაგალითები
ქვემოთ შეგხვდებათ ბიოფილური არქიტექტურის გამორჩეული მაგალითები, თანამედროვე საზოგადოებიდან.
Barbican Centre / London, UK / Chamberlin, Powell and Bon
ფოტო : Josh Dobbs
ფოტო : Josh Dobbs
ფოტო : Joseph Kim
One River North / Denver, Colorado / MAD Architects
ფოტო : Courtesy of MAD Architects
ფოტო : Courtesy of MAD Architects
ფოტო : Courtesy of MAD Architects
Bosco Verticale / Milan, Italy / Boeri Studio
ფოტო : Sebastien Nagy
ფოტო : Dimitar Harizanov
MUA - ში, გვჯერა და ვთანხმდებით, რომ არქიტექტურის ერთ-ერთი გამოხატულება კაცობრიობის კეთილდღეობაზე ზრუნვაა. ბუნებისა და არქიტექტურის ჰარმონიული შერწყმა, ამასთანავე ჩართულობა ადამიანის საცხოვრებელსა და შემდეგ უკვე ცხოვრებაში, მისი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის საწინდარია. კვლევების თანახმად, გამწვანება ოფისებსა და სასწავლო დაწესებულებებში საგრძნობლად ზრდის პროდუქტიულობას, ხოლო ღია სივრცეები ბუნებრივი განათებით, აუმჯობესებს ძილის ხარისხსა და ამცირებს სტრესს. ვფიქრობთ, რომ ბიოფილური არქიტექტურა დღევანდელ რეალობაში უდიდესი მნიშვნელობისაა.