Team Blog Series: The Guggenheim Museum, NY - ელენე ედიშერაშვილი

Team Blog Series არის ბლოგების სერია, რომლებსაც ჩვენი გუნდის წევრები წარმოგიდგენენ. თითოეული გუნდის წევრი მოგიყვებათ მისთვის საინტერესო თემაზე, სიახლესა თუ საკითხზე.

დღევანდელი ბლოგის ავტორია: ელენე ედიშერაშვილი, არქიტექტორი, MUA Architecture & Placemaking. 

”ერთი დიდი სივრცე უწყვეტ, დაქანებულ სიბრტყეზე”

ამერიკულ არქიტექტურაზე საუბრისას პირველი ფრენკ ლოიდ რაიტი მახსენდება. მისმა ხედვამ და ფილოსოფიამ დიდი როლი ითამაშა  XX საუკუნის ამერიკის ქალაქებისა და სოფლების განვითარებასა და ჩამოყალიბებაში. 
რაიტი იმ არქიტექტორთაგანია, რომლებიც საკუთარ შემოქმედებაში, არქიტექტურასა და ინტერიერში ყოველივე დეტალს თავად ქმნის. 

მიუხედავად იმისა, რომ რაიტი ჩემი რჩეული არქიტექტორი არ არის, მინდა გაგიზიაროთ მისი ერთ–ერთი საკულტო და მართლაც შესანიშნავი შენობის, გუგენჰაიმის მუზეუმის მოკლე ისტორია და განვითარება. 
 
რაიტმა გუგენჰაიმის რთული სივრცის კონცეფცია მარტივი წინადადებით დაახასიათა: ”ერთი დიდი სივრცე უწყვეტ დაქანებულ სიბრტყეზე”.
არქიტექტორმა, სასურველი ფორმის და იდეის მისაღწევად, რამდენიმე მცირე ზომის პროექტი განახორციელა, რომლებშიც გუგენჰაიმის შენობის მთავარი ელემენტები და იდეები გამოცადა.

პირველი, და ჩემი საყვარელი პროექტი, არის კომერციული სივრცე - საჩუქრების მაღაზია V.C. Morris-ი.
ის გუგენჰაიმის პატარა პროტოტიპია და აშენდა 1948 წელს, სან ფრანცისკოში, კალიფორნიის შტატში. მყიდველი ერთი უწყვეტი პანდუსის მეშვეობით ხვდება ბუტიკის მეორე სართულზე, ხოლო პანდუსის ავლისას, მას შეუძლია კედელში ამოჭრილ ფანჯრებში გასაყიდი პროდუქციის დათვალიერება და არჩევა. 
მეორე და აგრეთვე “საცდელი” შენობა არიზონაში საკუთარ ვაჟიშვილს 1952 წელს აუშენა. ღიად დაგეგმარებული მთავარი სახლის სივრცე განიერი დაბალმოაჯირიანი წითელი პანდუსის მეშვეობით იყო ხელმისაწვდომი. 
მუზეუმი 1959 წელს, რაიტის გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ გაიხსნა. შენობა, თავისი ფორმიდან გამომდინარე ჩაზნექილი კედლების გამო გააკრიტიკეს. მრუდი და რადიალური კედლები ართულებდა ნახატების კედელზე დაკიდებას. უჩვეულო 400 მეტრიანი სიგრძის სპირალური პანდუსის ავლაც, ალბათ, კრიტიკის კიდევ ერთი მიზეზი იყო.

კრიტიკის მიუხედავად, შენობის მონუმენტური თეთრი როტონდა ხელოვანების და არქიტექტორების საყვარელი საექსპერიმენტო მოედანი გახდა და უკვე მრავალი წელია, მილიონობით ვიზიტორს იზიდავს. 
წლების მანძილზე ხელოვანებს მიეცათ საშუალება ემუშავათ და გადაეაზრებინათ რაიტის მიერ შექმნილი სივრცე. 
მჯერა, რომ გუგენჰაიმის გარეშე ნამუშევრების გარკვეული ნაწილი ვერც იარსებებდა.  

გიზიარებთ გამოფენების უნიკალურ ციკლს, რომელიც 1971 წლიდან დღემდე რაიტის თეთრ სპირალურ სივრცეს მრავალნაირად გარდაქმნის. 
Daniel Buren: First. 1971
Jenny Holzer, 1990
Dan Flavin, 1992
Zaha Hadid: Great Utopia: Russian And Soviet Avant-Garde, 1915-32. 1992
The Art of the Motorcycle, 1998
Brazil: Body & Soul. 2002
Daniel Buren: The Rose Window. 2005
Tino Sehgal, 2010
Maurizio Cattelan: All. 2011 
James Turrell, 2013
Gutai: Splendid Playground. 2013
OMA/AMO: Countryside, The Future. 2020 
ავტორი: ელენე ედიშერაშვილი
ფოტოების წყარო:
  • https://www.floornature.com/frank-lloyd-wrightas-guggenheim-museum-turns-60-14338/
  • https://franklloydwright.org/frank-lloyd-wrights-san-francisco-gift-shop-meets-iconic-italian-design/
  • https://franklloydwright.org/frank-lloyd-wrights-san-francisco-gift-shop-meets-iconic-italian-design/
  • https://kjzz.org/content/695041/david-and-gladys-wright-house-phoenixs-arcadia-neighborhood-back-market#expanded
  • http://www.steinerag.com/flw/Artifact%20Pages/PhWrightDavid2.htm
  • https://www.galeriebuchholz.de/exhibitions/douglas-crimp/
  • https://danielburen.com/images/exhibit/75?&ref=group&year=1971
  • https://kjzz.org/content/695041/david-and-gladys-wright-house-phoenixs-arcadia-neighborhood-back-market#expanded
  • https://www.guggenheim.org/artwork/22064
  • https://www.facebook.com/guggenheimmuseum/posts/in-1992-to-inaugurate-the-guggenheims-recent-renovation-dan-flavin-devised-a-spe/10157114844853501/
  • https://www.facebook.com/guggenheimmuseum/posts/in-1992-to-inaugurate-the-guggenheims-recent-renovation-dan-flavin-devised-a-spe/10157114844853501/
  • https://www.guggenheim.org/blogs/checklist/painting-for-the-guggenheim-zaha-hadids-exhibition-design-process
  • https://www.guggenheim.org/blogs/checklist/painting-for-the-guggenheim-zaha-hadids-exhibition-design-process
  • https://www.guggenheim.org/blogs/checklist/painting-for-the-guggenheim-zaha-hadids-exhibition-design-process
  • https://www.guggenheim.org/blogs/checklist/painting-for-the-guggenheim-zaha-hadids-exhibition-design-process
  • https://eatsleepride.com/c/192909/the_art_of_the_motorcycle_-_free_download
  • https://www.guggenheim.org/exhibition/the-art-of-the-motorcycle
  • https://www.guggenheim.org/blogs/checklist/nine-guggenheim-exhibitions-designed-by-architects
  • https://bortolamigallery.com/exhibitions/the-eye-of-the-storm/238/
  • https://bortolamigallery.com/exhibitions/the-eye-of-the-storm/238/
  • https://gallerycrawl.typepad.com/gallery_crawl/2010/02/tino-sehgal-at-the-solomon-r-guggenheim-museum.html
  • https://kateoplis.tumblr.com/post/51051137255/the-kiss-tino-sehgals-living-sculpture-at-the
  • https://www.designboom.com/art/maurizio-cattelan-all-retrospective-at-guggenheim-new-york/
  • https://www.designboom.com/art/maurizio-cattelan-all-retrospective-at-guggenheim-new-york/
  • https://www.archdaily.com/377267/frank-lloyd-wright-s-guggenheim-rotunda-to-be-temporarily-transformed-into-a-turrell-skyspace
  • https://www.nytimes.com/2013/06/21/arts/design/james-turrell-plays-with-color-at-the-guggenheim.html
  • https://www.alexandramunroe.com/exhibitions/gutai-splendid-playground
  • https://twitter.com/Guggenheim/status/1204517162058211328/photo/1
  • https://www.guggenheim.org/news/countryside-the-future-an-exhibition-at-the-guggenheim-museum-grows-and-donates-fresh-produce-to-food-pantries-in-new-york
  • https://www.dezeen.com/2020/02/21/countryside-the-future-exhibit-rem-koolhaas-guggenheim-new-york/