Team Blog Series: მაშა ჩიგვინაძე - Genius Loci

Genius loci - As An Intangible Phenomenon Of Transforming Spaces Into Places
რა ასოციაცია უჩნდება ადამიანს, რომელსაც სივრცეზე ისე ვესაუბრებით, რომ არ ვამხელთ დამატებით დეტალებს მისი ადგილმდებარეობის ან ფუნქციის შესახებ?
სივრცეზე - ამ აბსტრაქტულ ფენომენზე საუბრისას, ყველა ინდივიდს საკუთარი წარმოდგენა და გამოსახულება უყალიბდება. შესაძლოა, სივრცის კონცეფცია ისეთ ხელშეუხებელ გრძნობებს მოიცავდეს, როგორებიცაა სუნი, ენერგია, ხმა. აქვს თუ არა სივრცეს, როგორც ასეთს, ფორმა? შესაძლებელია მისთვის ხელის შეხება? ფერადია თუ გამჭვირვალე? აქვს თუ არა მას საზღვრები?
რა არის სივრცე და რა აქცევს მას ადგილად?
Team Blog Series-ის ფარგლებში, ჩვენი გუნდის არქიტექტორმა, მაშა ჩიღვინაძემ, მოამზადა საკმაოდ ვრცელი ბლოგი სივრცეების არამატერიალური ღირებულებების, “ადგილის სულის” შესახებ, რომლებიც მათ ხელშესახებს ხდიან. ამ ფენომენს კლასიკურ რომაულ რელიგიაში “Genius Loci” ეწოდება.

რომაულ რელიგიაში სიტყვა Genius ნიშნავს ღვთიური ბუნების ინდივიდუალურ გამოხატულებას, რომელიც გვხვდება თითოეულ ადამიანში, ადგილსა თუ ნივთში. სიტყვა Loci კი აღნიშნავს “გარკვეულ პოზიციას ან ადგილს, სადაც რაიმე ხდება ან მდებარეობს.”
აქედან გამომდინარე, Genius Loci მიიჩნევა ადგილის მცველ სულად. რელიგიურ იკონოგრაფიაში Genius Loci ხშირადაა გამოსახული როგორც ფიგურა, რომელსაც ხელთ უპყრია სიუხვის რქა, ფიალა ან გველი.
ოქსფორდის მონაცემთა ბაზაში Genius Loci ახსნილია, როგორც “ლათინური ტერმინი, რომელიც ნიშნავს “ადგილის გენიას”, იქ გაბატონებულ სულს ან ღვთაებას.
Genius Loci ხელოვნებასა და არქიტექტურაშიც მნიშვნელოვანი, ხშირად ფიგურირებადი ფენომენია. მე-18 საუკუნეში ალექსანდერ პოუპმა, პოეტმა, თარჯიმანმა და სატირიკოსმა, ადგილის სული, ანუ Genius Loci, საკუთარ ნამუშევრებში ლანდშაფტის დიზაინის მთავარ პრინციპად მიიჩნია და ამტკიცებდა, რომ ლანდშაფტის დიზაინი ყოველთვის უნდა ადაპტირდეს გარემო კონტექსტთან.
ლორდ ბურლინგტონისადმი მიძღვნილი მორალური ესეების IV ეპისტოლეში (1731) პოუპი ამტკიცებს, რომ “არქიტექტურასა და მებაღეობაში ყველა დეტალი ადგილის გენიის (Genius Loci) მიხედვით უნდა იყოს შექმნილი. მშვენიერება ძალდატანებით კი არ უნდა შეიქმნას, არამედ მისგან უნდა გამომდინარეობდეს.”
“Consult the genius of the place in all;
That tells the waters or to rise, or fall;
Or helps th' ambitious hill the heav'ns to scale,
Or scoops in circling theatres the vale;
Calls in the country, catches opening glades,
Joins willing woods, and varies shades from shades,
Now breaks, or now directs, th' intending lines;
Paints as you plant, and, as you work, designs.”
IV ეპისტოლე - ალექსანდერ პოუპი
IV ეპისტოლე - ალექსანდერ პოუპი
თანამედროვე დროში ადგილის სული არა მხოლოდ ლანდშაფტის დიზაინში, არამედ არქიტექტურასა და ხელოვნებაშიც ფართოდაა გამოხატული.
შვედეთში მოღვაწე ვიზუალურმა ხელოვანმა, ანასტასია სავინოვამ, Genius Loci-ს ძიებისა და მასზე დაკვირვების მიზნით სხვადასხვა ქალაქებში იმოგზაურა და იქაური შენობები შეისწავლა. ანასტასიას მიერ ამ თემაზე შექმნილი ნამუშევრების სერიები გამოსახავს ამა თუ იმ ქალაქისა და მისი ატმოსფეროს იდენტობას. ყოველი კოლაჟი შედგება ქალაქისა თუ ქვეყნისთვის დამახასიათებელი შენობების ფოტოებისგან, რათა ადგილის სული, ანუ Genius Loci მნახველსაც აღექვა.
“ამ პროექტით შევეცადე, გამომეაშკარავებინა საცხოვრებელ შენობებს შორის არსებული განსხვავებები და მსგავსებები. სხვადასხვა ქალაქებსა და ქვეყნებში მოგზაურობისას შენობებს ფოტოებს ვუღებ, მათ ფანჯრებში ვიჭყიტები, ადგილობრივ მაღაზიებს, ბაზრობებსა და ბარებს ვსტუმრობ და ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებას ვაკვირდები - ეს ყველაფერი მეხმარება ადგილის სულის, განწყობის შესწავლაში. ამ განცდების აღმოჩენამ დიდმასშტაბიანი კოლაჟების შექმნას ჩაუყარა საფუძველი” - ამბობს ანასტასია სავინოვა.

Genius Loci-ს ირგვლივ არსებული დისკურსი ფილოსოფიის, ადამიანის გეოგრაფიის, არქიტექტურის, კულტურული ანთროპოლოგიის და სხვა თეორიული მიდგომების სიმრავლითა და მრავალსაზომიანობით გამოირჩევა. აქედან გამომდინარე, ადგილის ფიზიკური სუბსტანციურობა, მისი გრძნობებსა და არამატერიალურ ინტერაქციებზე დამყარებით აღქმა სივრცულ და სოციალურ პროცესებს შორის არსებულ ურთიერთობებზე მიგვითითებს. (Markeviciene, 2012). (Genius Loci as a meta-concept - Marilena Vecco).
2020 წელს ბანგკოკის დიზაინის კვირეულზე თან პუ ინგ სირიკიტია ჯენსენის მიერ წარმოდგენილი პროექტი “Hundred Years Between” ერთდროულად ავლენს შენობის “სხეულში” არსებულ მატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობასა და ისტორიული ფაქტის არამატერიალურ ქრონოლოგიას. ეს პროექტი ამტკიცებს, რომ შესაძლებელია მატერიალურისა და არამატერიალურის შერწყმა და ორი მრავალფეროვანი კულტურის ერთად წარმოდგენა.
თან პუ ინგ სირიკიტია ჯენსენს, რომელიც ტაილანდის მეფის, ბჰუმიბოლ ადულიადეჯის შვილიშვილია, სთხოვეს ტაილანდსა და ნორვეგიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის 115 წლისთავისადმი მიძღვნილი ნამუშევრები შეექმნა. თან პუ ინგმა ინსპირაციის წყაროდ ტაილანდის მეფის, რამა მეხუთეს მიერ ნორვეგიის სამეფოში 1907 წელს განხორციელებული ვიზიტი მიიჩნია და გადაწყვიტა ინფორმაციის მოძიება, რათა დროის, ადგილების, ხალხისა და საკუთარი წინაპრების ისტორიების განზომილებები თანამედროვე კონტექსტთან დაეკავშირებინა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოგზაურობა საუკუნეზე დიდი ხნის წინ შედგა.
მან ნამუშევრის საგამოფენო სივრცედ ისტორიული, მიტოვებული შენობა შეარჩია, რომელშიც 1907 წელს ნორვეგიიდან დაბრუნებული პრინცესა მაჰა ჩაკრი სირინდჰორნი ცხოვრობდა. შენობაში ფოტოგრაფიული ნამუშევრები გამოიფინა, რომლებიც აცოცხლებდა იმ მოგონებებსა და ცხოვრებას, რომელიც მეფე რამა მეხუთემ იხილა მოგზაურობის დროს. ეს ფოტოები დღევანდელ რეალობასთანაა შედარებული. თან პუ ინგის ფოკუსი ბუნებასა და ადამიანებს შორის ურთიერთობებზე იყო გამახვილებული.
2020 წელს ბანგკოკის დიზაინის კვირეულზე თან პუ ინგ სირიკიტია ჯენსენის მიერ წარმოდგენილი პროექტი “Hundred Years Between” ერთდროულად ავლენს შენობის “სხეულში” არსებულ მატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობასა და ისტორიული ფაქტის არამატერიალურ ქრონოლოგიას. ეს პროექტი ამტკიცებს, რომ შესაძლებელია მატერიალურისა და არამატერიალურის შერწყმა და ორი მრავალფეროვანი კულტურის ერთად წარმოდგენა.
თან პუ ინგ სირიკიტია ჯენსენს, რომელიც ტაილანდის მეფის, ბჰუმიბოლ ადულიადეჯის შვილიშვილია, სთხოვეს ტაილანდსა და ნორვეგიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის 115 წლისთავისადმი მიძღვნილი ნამუშევრები შეექმნა. თან პუ ინგმა ინსპირაციის წყაროდ ტაილანდის მეფის, რამა მეხუთეს მიერ ნორვეგიის სამეფოში 1907 წელს განხორციელებული ვიზიტი მიიჩნია და გადაწყვიტა ინფორმაციის მოძიება, რათა დროის, ადგილების, ხალხისა და საკუთარი წინაპრების ისტორიების განზომილებები თანამედროვე კონტექსტთან დაეკავშირებინა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოგზაურობა საუკუნეზე დიდი ხნის წინ შედგა.
მან ნამუშევრის საგამოფენო სივრცედ ისტორიული, მიტოვებული შენობა შეარჩია, რომელშიც 1907 წელს ნორვეგიიდან დაბრუნებული პრინცესა მაჰა ჩაკრი სირინდჰორნი ცხოვრობდა. შენობაში ფოტოგრაფიული ნამუშევრები გამოიფინა, რომლებიც აცოცხლებდა იმ მოგონებებსა და ცხოვრებას, რომელიც მეფე რამა მეხუთემ იხილა მოგზაურობის დროს. ეს ფოტოები დღევანდელ რეალობასთანაა შედარებული. თან პუ ინგის ფოკუსი ბუნებასა და ადამიანებს შორის ურთიერთობებზე იყო გამახვილებული.
თან პუ ინგმა წინა საუკუნის ატმოსფეროს გაღვიძება არამხოლოდ მეფის ნორვეგიაში ვიზიტით, არამედ ამ შენობის მივიწყებული ფუნქციების გახსენებით გადაწყვიტა. “ხალხს შეუძლია, საკუთარი თვალით იხილოს, რა ხდებოდა ამ შენობაში სხვადასხვა ეპოქაში, იქიდან მოყოლებული, როცა ეს სივრცე ევროპიდან დაბრუნებული მეფის ოჯახის დასახვედრად გამოიყენებოდა. შენობის ზოგი დეტალი ისევ ისეთივეა, როგორც მაშინ, თუ არ ჩავთვლით შეცვლილ საღებავის ფერებსა და დამატებით წარწერებით. პროექტზე მუშაობისას მიზნად დასახული გვქონდა, რომ ხელუხლებლად დაგვეტოვებინა შენობის სტრუქტურა, ამიტომ ინსტალაციის მეთოდებითა და განლაგების ტიპებით თავიდან ავირიდეთ ჩაქუჩის, ბურღის და სხვა ხელსაწყოების გამოყენება. გვსურდა, ხალხს ენახა, რომ ისტორია ბევრი პერსპექტივისგან შედგება, რომელთაგან თითოეული მათგანი უკავშირდება ერთმანეთს,” - ამბობს ავტორი.



ადგილის სულის კონცეფციის არქიტექტურასთან კავშირი საფუძვლიანად გამოიკვლია მეოცე საუკუნეში მოღვაწე ნორვეგიელმა არქიტექტორმა, ავტორმა, განმანათლებელმა და არქიტექტურის თეორეტიკოსმა ქრისტიან ნორბერგ-შულცმა წიგნში “ადგილის სული: არქიტექტურის ფენომენოლოგიისკენ”, რომელშიც ამტკიცებს, რომ “სივრცეები, სადაც სიცოცხლე ჩქეფს, ადგილებია… ადგილი კი გამორჩეული მახასიათებლების მქონე სივრცეა. ანტიკური დროიდან მოყოლებული, Genius Loci, ანუ ადგილის სული, მიჩნეულია კონკრეტულ რეალობად, რომელსაც ადამიანმა თვალი უნდა გაუსწოროს და მის ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებობას შეეგუოს. არქიტექტურა Genius Loci-ს ვიზუალურად გამოსახვას ცდილობს, ამიტომ არქიტექტორის ამოცანაა ისეთი მრავალმნიშვნელოვანი ადგილის შექმნა, რომელშიც სხვები დასახლდებიან.”
არქიტექტურული ნეო-რაციონალიზმის მთავარი პრინციპებია ა პრიორი, არქეტიპი და ადგილის სული. ნეო-რაციონალიზმი იტალიელი არქიტექტორის, ალდო როსის, მიერ ჩამოყალიბებული მიმდინარეობაა, რომელიც ჯუზეპე ტერანის შემოქმედების გადააზრების შედეგად განვითარდა და პოპულარობა ჯორჯო გრასის ნამუშევრების წყალობით მოიპოვა.
წიგნში “ქალაქის არქიტექტურა” ალდო როსი ამტკიცებს, რომ “ადგილი, როგორც ჩაფიქრებულია, ხაზს უსვამს არადიფერენცირებული სივრცის პირობებსა და თვისებებს, რომლებიც ურბანული არტეფაქტების გასაგებად აუცილებელია.”
ზემოთ ხსენებულმა მნიშვნელოვანმა არქიტექტორმა, ჯუზეპე ტერანიმ, Genius Loci-ს ფენომენი იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ არქიტექტურულ კონკურსში წარსადგენ შენობის პროექტში გამოიყენა. კონკურსის გამარჯვებულს ძველი რომის შუაგულში მდებარე ღერძულ ქუჩაზე, Via Dei Fori Imperiali-ზე უნდა აეგო შენობა, რომელიც მაქსენტიუსის ბაზილიკის მოპირდაპირედ იქნებოდა განთავსებული და საიდანაც კოლისეუმის ხედი გადაიშლებოდა. კონკურსის ჟიური ფაშისტური პარტიის ელიტარული წევრებით იყო დაკომპლექტებული.

ჯუზეპე ტერანის პროექტი პირველი ეტაპისთვის აერთიანებდა კლასიკურ და თანამედროვე სტილს: პროექტში ღერძები გადატეხილია, ისე, როგორც რომის ფორუმსა და ესკვილინში. ტერანის ნახაზის მიხედვით, შენობა ფენებად იქნებოდა აგებული, ადგილის სულის პრინციპების შესაბამისად. პროექტში გამოყენებული იქნებოდა ის საინჟინრო მიღწევები, რომლებიც ძველი რომაული არქიტექტურის პოპულარული მახასიათებელი იყო (მაგალითად, გარე სპირალური კიბეები, რომელიც ნერვიმ შექმნა ფლორენციის სტადიონისთვის 1929 წელს). მეზობლად მდებარე, მდიდრულად ორკესტრირებული კოლისეუმის სტილთან საპასუხოდ, ტერანიმ თავისი შენობის დამაგვირგვინებელ დეტალად აქცია სავსებით მოუპირკეთებელი, ვიწრო, მკვეთრი ვერტიკალური ჭრილებისა და მასიური, სქელი კედლების მქონე ჩაზნექილი ექსტერიერით, დაახლოებით ისეთით, როგორიც მის მოპირდაპირედ მდებარე ბაზილიკას გამოარჩევდა.
მიუხედავად იმისა, რომ კონკურსში ვერ გაიმარჯვა, ჯუზეპე ტერანიმ სავსებით ახლებური სტრუქტურა შექმნა, რომელზე ფიქრის თითოეულ ეტაპში სავსებით იყო გათვალისწინებული ადგილის სულის პრინციპები.
როცა საუბარი უკვე აგებულ, მიტოვებულ ან თანამედროვე სამყაროში ხელახლა გამოყენების პოტენციალის მქონე გარემოებს ეხება, ვამჩნევთ, რომ ფუნქციაშეცვლილი სივრცისა და მისი სულის შენარჩუნება ისე, რომ თავდაპირველმა ფორმამ მინიმალური ცვლილება განიცადოს, დღესდღეობით გავრცელებული პრაქტიკაა და განსაკუთრებით ყოფილ ინდუსტრიულ ტერიტორიებზეა თვალსაჩინო.
ამ მიმართულების დრამატულად ცხადი მაგალითია რომში მდებარე მუზეუმი Centrale Montemartini. 2016 წელს Capitoline Museum-ში გარკვეული ტერიტორიების რენოვაცია მიმდინარეობდა, ამიტომ, ვიზიტორებს მუზეუმში შესვლისა და მისი დათვალიერების შესაძლებლობა დროებით შეზღუდული ჰქონდათ. შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი აღმოჩნდა სახელოვნებო ნიმუშების Centrale Montmartini-ში გადატანა.
Centrale Montemartini-ს ფართო, უზარმაზარი ტექნიკით დატვირთული სივრცეები ახალი გამოფენისთვის საინტერესო და ექსპერიმენტული აღმოჩნდა. გამოფენამ ძალიან გამბედავად გააერთიანა ორი ერთმანეთთან სრულიად განსხვავებული მიმდინარეობები - არქეოლოგია და ინდუსტრიული არქეოლოგია. ერთ სივრცეში მოაქცია არსებული ინდუსტრიული ნივთები მუზეუმიდან გადმოტანილ სახელოვნებო ნამუშევრებთან. შემდეგ, Centrale Montmartini გადაიქცა მუზეუმად და მიეცა გამოფენას პერმანენტული სახე.
ეს გამოფენა საოცრად რადიკალური კონტრასტის განსხეულება იყო არა მხოლოდ სხვა ეპოქებთან, არამედ, თანამედროვე ვიზუალებთან შედარებითაც. “არასასიამოვნო”, მუქი ტექნიკის ხილვა ღმერთების ქათქათა ქანდაკებების გვერდით არა მხოლოდ არქიტექტორებსა და ხელოვანებს, არამედ, მუზეუმის ჩვეულებრივ ვიზიტორებს შორისაც მრავალი დისკუსიის გამომწვევი გახდა. ეს “მარტივი” მაგალითი (გამოფენის მოწყობა მარტივი პროცესი იყო, რადგან ორგანიზატორებს ქანდაკებების განსალაგებლად სივრცის ახლიდან დაგეგმარება არ მოუხდათ), რომელიც ადგილის სულს ხაზს უსვამდა, გვიჩვენებს დრამატულ კონტრასტს ღმერთებსა და მანქანებს შორის და გვაფიქრებს იმაზე, თუ ვინაა ღმერთი დღეს, ინდუსტრიალიზებულ სამყაროში.
Centrale Montemartini-ს ფართო, უზარმაზარი ტექნიკით დატვირთული სივრცეები ახალი გამოფენისთვის საინტერესო და ექსპერიმენტული აღმოჩნდა. გამოფენამ ძალიან გამბედავად გააერთიანა ორი ერთმანეთთან სრულიად განსხვავებული მიმდინარეობები - არქეოლოგია და ინდუსტრიული არქეოლოგია. ერთ სივრცეში მოაქცია არსებული ინდუსტრიული ნივთები მუზეუმიდან გადმოტანილ სახელოვნებო ნამუშევრებთან. შემდეგ, Centrale Montmartini გადაიქცა მუზეუმად და მიეცა გამოფენას პერმანენტული სახე.
ეს გამოფენა საოცრად რადიკალური კონტრასტის განსხეულება იყო არა მხოლოდ სხვა ეპოქებთან, არამედ, თანამედროვე ვიზუალებთან შედარებითაც. “არასასიამოვნო”, მუქი ტექნიკის ხილვა ღმერთების ქათქათა ქანდაკებების გვერდით არა მხოლოდ არქიტექტორებსა და ხელოვანებს, არამედ, მუზეუმის ჩვეულებრივ ვიზიტორებს შორისაც მრავალი დისკუსიის გამომწვევი გახდა. ეს “მარტივი” მაგალითი (გამოფენის მოწყობა მარტივი პროცესი იყო, რადგან ორგანიზატორებს ქანდაკებების განსალაგებლად სივრცის ახლიდან დაგეგმარება არ მოუხდათ), რომელიც ადგილის სულს ხაზს უსვამდა, გვიჩვენებს დრამატულ კონტრასტს ღმერთებსა და მანქანებს შორის და გვაფიქრებს იმაზე, თუ ვინაა ღმერთი დღეს, ინდუსტრიალიზებულ სამყაროში.

არქიტექტორი მარილენა ვეკო Genius Loci-ს აღწერს, როგორც მატერიალური სივრცის ხელშეუხებელ მახასიათებელს, რომლის აღქმა შესაძლებელია ფიზიკურად და სულიერადაც. საკუთარი კვლევის 3,2-ე თავში მარილენა ვეკო ადგილის სულის წარსულსა და აწმყოს იძიებს:
“ადგილის, როგორც ასეთის, იდენტობის, ასაკისა და ჯანმრთელობის სტატუსის განსასაზღვრად, აუცილებელია თვითრეპროდუქციის წესების შესწავლა, რომლებმაც მას იდენტობა შეუნარჩუნეს ცივილიზაციებში მიმდინარე ტერიტორიალიზაციისა და მუდმივობის სხვადასხვა პროცესის განმავლობაში. ეს პროცესები ლანდშაფტების, ქალაქების, ინფრასტრუქტურებისა და გრძელვადიანი სოციალურ-კულტურული მოდელების ცოცხალი მაგალითებია, რადგან აქტიურად ავლენენ კულტურასა და ბუნებას შორის არსებულ ცოდნას (Magnaghi, 2000). მანიაგის თქმით, ყოველი ტერიტორია, როგორც ადგილი, ითავსებს დროისა და გრძელვადიანობის კონცეფციებს. მათ აქვთ იდენტობა, “სული”, “გენია” - ყოველ ადგილში გვხვდება დროებითი “დომინაციები”, რომლებიც მის ხასიათს განსაზღვრავენ. ამ მიზეზიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ადგილების გარეშე სამყაროში ადამიანები ვერანაირად იცხოვრებენ: “ადგილების, ტერიტორიის, ტერიტორიალობისა და ტერიტორიალობის მიერ შეძენილი ღირებულების რეკონსტრუქცია სტრატეგიულ გზად ყალიბდება ლოკალურად და გლობალურად (Brecher and Costello, 1996)”. პრობლემისადმი ეს მიდგომა რადიკალურად უნდა შეიცვალოს სტატიკურობიდან სივრცის, როგორც ტერიტორიის, დინამიკურობისკენ.” (მანიაგი, 2006)
ამავე დროს, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ისტორიის მქონე მიტოვებულ ტერიტორიაზე მუშაობისას “ადგილის სულის პატივისცემა სულაც არ გულისხმობს მისი ძველი მოდელის ასლის შექმნას. ეს ნიშნავს ადგილის იდენტობის განსაზღვრასა და მის ახლებულ ინტერპრეტაციას” - Ujma-Wasowicz K and Sulimowska-Ociepka A 2017 Genius Loci
Heito 1909, ამჟამად მიტოვებული შაქრის ქარხანა ტაივანში, ქალაქ პინგტუნგში, ახალი სტრუქტურების აშენებასთან ერთად სივრცის სულისა და მატერიის შენარჩუნების კარგი მაგალითია - შენობის ნანგრევებისა და მიმდებარე ბუნებრივი ელემენტების შერწყმით სივრცე საჯარო პარკად იქცა. ქალაქ პინგტუნგთან (რომელსაც იაპონელების მმართველობის პერიოდში, ადრეულ მე-20 საუკუნეში ჰეიტო ეწოდებოდა) კავშირის შესანარჩუნებლად სტუდია ECG International Landscape Consultants-ის არქიტექტორებმა გადაწყვიტეს, ქარხნის ნანგრევები ხელუხლებლად დაეტოვებინათ და ის ახალ პროექტად ექციათ. გამწვანების პროექტი რამდენიმე მიწისქვეშა ნაგებობას აერთიანებს, რომლებიც პარკისთვის ფართის შესაქმნელად თანდათანობით გაწმენდის დროს აღმოაჩინეს.
არქიტექტორების თქმით, “დიზაინი ცდილობდა თითოეული გადარჩენილი სტრუქტურის აღდგენასა და იდენტიფიცირებას. პარკში მდებარე ყოველ შენობას საკუთარი ფუნქცია აქვს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჰეიტოს განვითარების ისტორიის განსაჭვრეტად. ისინი გვიყვებიან ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და მისი ქალაქზე გავლენის შესახებ. ჰეიტოსთან ერთად, გათხრილი ისტორიული სტრუქტურების შთაგონებით ეპოქის მცირე ნაწილი გადარჩა. იმედია, ეს პროექტი ახლებურ მიდგომას შთააგონებს სივრცის დიზაინის განსაზღვრისას. ვიმედოვნებთ, ადამიანები შეძლებენ მიტოვებული ადგილების დანახვასა და მათი პოტენციალის აღმოჩენას."

ზემოთ მოცემული ქეისები რომ შევაჯამოთ, სხვადასხვა არქიტექტორები და თეორიების ავტორები Genius Loci-ს ფენომენის რამდენიმე კომპონენტს გამოყოფენ: ადგილის ხელშესახები კულტურული შინაარსი (მათ შორის, არქიტექტურა), ბუნებრივ-ლანდშაფტური თავისებურებები, მოვლენების ისტორიული კრებული და ადგილობრივი თვითმყოფადობისა (კულტურული კოდი) და სიახლეების (დიზაინის კოდი) პრინციპების ამსახველი კომპონენტები, რომლებიც ისტორიულ ტერიტორიებთან მუშაობისას სავალდებულო ნიშნებია.
ბლოგში მოხსენებული ყოველი მეცნიერი, არქიტექტორი ან პოეტი და განხილული ყოველი ქეისი არქიტექტორებს მოუწოდებს იმ სივრცეების საფუძვლებში ჩახედვისკენ, რომელზეც მუშაობენ. სივრცის ადგილად გარდასაქმნელად პირველი და უმთავრესი გზაა თავად სივრცისა და მასთან დაკავშირებული ხალხის ისტორიის, შენობების კოლექტიური მეხსიერების სიღრმისეულად შესწავლა (როგორც ზემოთ განხილულ პროექტში “Hundred Years Between”)
ტექსტში განხილული არგუმენტები და თეორიები Genius Loci-ს, როგორც ახალი ადგილების შესაქმნელად და გამოსაკვლევად საჭირო უმთავრესი ფენომენის, შენარჩუნების იარაღებია. ჩვენ, როგორც არქიტექტორებმა, უნდა ვაღიაროთ, რომ გამორჩეულ, სახასიათო ლოკაციებზე მუშაობისას დიდი პასუხისმგებლობა გვეკისრება. ჩვენ უნდა მოვახერხოთ მათი გადარჩენა, თავი ავარიდოთ ტერიტორიების, არეებისა თუ შენობების იდენტობის დაკარგვას, რადგან ისტორიისა და მემკვიდრეობის ცოდნა ადამიანებს საკუთარი თავებისა და ახალი, ნაცნობი ადგილის სულის მქონე სივრცეებთან კავშირის აღმოჩენაში ეხმარება.

წყაროები:
- https://en.wikipedia.org/wiki/Genius_loci
- https://languages.oup.com/google-dictionary-en/
- https://www.oxfordreference.com/view/10.1093/oi/authority.20110803095847893
- https://misfitsarchitecture.com/2015/03/18/architectural-myths-16-genius-loci/
- «Genius Loci» as a resource for the development of historical areas of the city Alena Stepanchuk1[0000-0003-3109-6634], Svetlana Gafurova1[0000-0001-7636-2268] and Maria Latypova1 [0000-0003-1099-0768]
- https://books.google.ge/books?id=Se1BbQ99KGUC&pg=PA320&lpg=PA320&dq=giuseppe+terragni+genius+loci&source=bl&ots=OGJQkzAFs4&sig=ACfU3U1nTLye8bPFzdQVuEJkRq3dPpwc9w&hl=en&sa=X&ved=2ahUKEwi_26qjn775AhUaXfEDHVWWAf8Q6AF6BAgzEAM#v=onepage&q=giuseppe%20terragni%20genius%20loci&f=false
- https://architecturesmodels.com/2020/10/17/giuseppe-terragni-casa-del/
- https://en.wikipedia.org/wiki/Genius_(mythology)
- https://nulluslocussinegenio.com/2016/10/14/aldo-rossi-and-the-concept-of-locus/
- https://www.facebook.com/BangkokDesignWeek/posts/hundred-years-between/3532603670144892/
- https://www.itintandem.com/it/genius-loci-anastasia-savinova/
- GENIUS LOCI AS A META-CONCEPT By Marilena Vecco
- CEREN, EA 7477, Burgundy School of Business - Université Bourgogne Franche-Comté, France
- Professor Associated to the Carmelle and Rémi Marcoux Chair in Arts Management, HEC, Montréal, Canada
- https://kooper.co/en-conversation-with-sirikitiya-jensen-hundred-years-between/
- https://www.meer.com/casa-dell-architettura/it/artworks/71895
- https://www.pinterest.com/pin/450148925250079329/
- https://www.centralemontemartini.org/en/il_museo/storia_del_museo
- https://etc.worldhistory.org/exhibitions/rome-visit-centrale-montemartini/
- https://www.dezeen.com/2021/11/04/heito-1909-landscaped-park-former-sugar-factory/?li_source=LI&li_medium=bottom_block_1