ვაკანსია - ინტერიერის დიზაინერი

ჩვენი გუნდი იზრდება და ვეძებთ ინტერიერის დიზაინერს! 
გამოაგზავნე შენი პორტფოლიო და CV მისამართზე - jobs@mua.ge – 25 მაისის  ჩათვლით, თუ:
 
  • გაქვს განათლება ინტერიერის დიზაინის ან არქიტექტურის მიმართულებით;
  • გაქვს მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ინტერიერის დიზაინის მიმართულებით;
  • კარგად ფლობ პროგრამებს 3D Max, AutoCAD, Photoshop, Illustrator (Revit და სხვა პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • იცნობ ადგილობრივ და საერთაშორისო მწარმოებლებს, ბრენდებს, დიზაინერებს და მათ პროდუქციას და მუდმივად ეცნობი სიახლეებს; 
  • შეგიძლია პროექტის განხორციელებისთვის საჭირო დოკუმენტაციის შექმნა.
 
ამასთან:
  • გინდა, იყო დინამიკურ, შემოქმედებით და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში;
  • გინდა, რომ შემოქმედებითად გადაჭრა კომპლექსური საკითხები;
  • არ გაშინებს გამოწვევები;
  • ხარ ორგანიზებული და შეგიძლია დროის სწორი მენეჯმენტი;
  • შეგიძლია გუნდური მუშაობა და ხარ დეტალებზე ორიენტირებული;
  • ხარ ცნობისმოყვარე და გაქვს სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი. 
 
თან გამოგვყევი ინსტაგრამზე და გაიგე ჩვენ შესახებ მეტი.