რას ნიშნავს Hilton-ის რჩეულ დიზაინ კონსულტანტების სიაში ყოფნა?

სასტუმროების ქსელზე ფიქრისას, ალბათ, პირველ რიგში ყველას Hilton გვახსენდება - ბრენდი, რომელმაც ასწლოვანი არსებობის მანძილზე 122 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, მოახერხა 584 სასტუმროს აშენება და ამ ინდუსტრიაში საკუთარი სტანდარტების დაწესება.

ჰილტონის ქოლგის ქვეშ ჯამში 18 წამყვანი ბრენდია გაერთიანებული, მათ შორის Hilton Worldwide, Hampton by Hilton, Hilton Garden Inn, Signia by Hilton, Tapestry Collection by Hilton, Tempo by Hilton, Tru by Hilton, Waldorf Astoria Hotels & Resorts. 

ჰილტონის “ოქროს” სტანდარტები მხოლოდ ბრენდის შიგნით არ ვრცელდება - ახალ ქვეყნებში სასტუმროების მშენებლობისას ჰილტონის გლობალური დიზაინის სამსახური სიფრთხილით, დეტალებზე კონცენტრაციითა და მომავალი პოტენციალის შეფასების საფუძველზე არჩევს პარტნიორებს - დეველოპერებს, სასტუმროს არქიტექტორებს, სასტუმროს ინტერიერის დიზაინერებს, ინჟინრებს, კონსტრუქტორებს და ა.შ.,  რომლებიც აკმაყოფილებენ ჰილტონის მოთხოვნებს და რომლებთან თანამშრომლობაც ჰილტონის მიერ დაწესებული სტანდარტების შესრულების გარანტიაა. სწორედ ამიტომ, ჰილტონის რჩეული დიზაინ კონსულტანტის სტატუსის მფლობელი არქიტექტურული კომპანიები, მათ შორის MUA, სრულად კვალიფიცირებულნი არიან ფართო მასშტაბიანი სასტუმროების პროექტირებისათვის. 
საქართველოში ჰილტონის ბრენდის რამდენიმე სასტუმრო არსებობს, რომელთაგან ორის - ბათუმის Hilton-ის სასტუმროსა და საცხოვრებლების და თბილისის Hampton-ის სასტუმროსა და საცხოვრებლების- დაპროექტებაში MUA-ს გუნდი მონაწილეობდა პარტნიორებთან ერთად. ჰილტონის პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას ჩვენი დამფუძნებელი, დევი ქიტუაშვილი გვიზიარებს: 

- როგორი იყო ბათუმის ჰილტონზე მუშაობის პროცესი?

- ბათუმის ჰილტონის პროექტზე მუშაობის დაწყებისას მნიშვნელოვანი გამოწვევის წინ დავდექით - მსგავსი მსხვილმასშტაბიანი სასტუმროს ლოკალურად, ოპერატორთან კომუნიკაციით დაპროექტებისა და აშენების გამოცდილება ქვეყანაში არ გვქონდა. აქამდე აშენებული სასტუმროები უცხოეთიდან მოწვეული პროფესიონალების, მათ შორის მშენებლების, მიერ იყო შექმნილი. აქედან გამომდინარე, ცხადია, ჰილტონის სტანდარტების მიხედვით 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობაზე მუშაობის გამოცდილება არც კონსტრუქციულ კომპანიებს ჰქონიათ. 

ბათუმში სასტუმროს ასაშენებლად ჰილტონმა ბრიტანული კომპანია Mace მოიწვია, რომელთან თანამშრომლობით MUA-ს გუნდს, როგორც სასტუმროს არქიტექტორებს, მშენებლობის ბრიტანული სტანდარტებისა და ევროკოდების მიხედვით მუშაობის უდიდესი გამოცდილება და ცოდნა დაუგროვდა. იმ ხუთი წლის განმავლობაში, რაც ბათუმის ჰილტონის პროექტზე მუშაობაში გავატარეთ, შევადგინეთ სრული სამშენებლო დოკუმენტაცია, რაც მოიცავს პროექტის მუშა ნახაზებსა და ნაწერ სპეციფიკაციებს. ჰილტონისა და Mace-ის გუნდები ზედმიწევნით იცნობენ ფართომასშტაბიანი სასტუმროების საჭიროებებს, ამიტომ, ნახაზებზე მუშაობისას თითოეული მცირე დეტალი გავითვალისწინეთ.

მშენებლობის დროს ჩვენი გუნდის ერთი არქიტექტორი სამშენებლო მოედანზე მუშაობდა ორი წლის განმავლობაში და მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემებისთვის საუკეთესო გადაწყვეტებს ამუშავებდა MUA-ს გუნდთან მჭიდრო კომუნიკაციის საფუძველზე. ასევე, აკვირდებოდა მშენებლობის პროცესს და უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში რეაგირებდა მათ გამოსასწორებლად. ბათუმის ჰილტონის პროექტის ფარგლებში ვითანამშრომლეთ ბრიტანულ სტრუქტურულ ინჟინრულ კომპანიასთან Engenuiti და არქიტექტურულ სტუდიასთან CallisonRTKL. ამასთან ერთად, პროცესში ქართული კომპანიებიც იყვნენ ჩართულები - შპს პროგრესი და ანაგი.  

საერთო ჯამში, ჰილტონთან თანამშრომლობამ მუას სასტუმროს არქიტექტურაში შეუფასებელი გამოცდილება შესძინა, რომელიც მსგავსი, მაღალი კლასის სასტუმროების პროექტებზე მუშაობის აუცილებელი კომპონენტია.
- როგორ დაგეხმარათ ბათუმის ჰილტონზე მუშაობის გამოცდილება თბილისის ჰემპტონის პროექტში? 

- თბილისის ჰემპტონის პროექტზე დეველოპერულ კომპანია Blox-თან ერთად ვიმუშავეთ. პირველ რიგში, ჰემპტონის სასტუმროს არქიტექტურულ პროექტზე მუშაობისას ბევრად თავდაჯერებულები ვიყავით. წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, უკვე დეტალურად ვიცნობდით ჰილტონის მკაცრ სტანდარტებსა და მასშტაბური მშენებლობის მენეჯმენტის თითოეულ დეტალს, ამიტომ შედარებით გაგვიმარტივდა ოპერატორებთან კომუნიკაცია და მათი მოთხოვნების შესაბამისი პროექტის შექმნა. ჰემპტონის სასტუმროს ჩვენ მიერ შექმნილი პროექტი ჰილტონის გუნდმა პირველივე ჯერზე ჩაიბარა, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენმა წინა თანამშრომლობამ სასტუმროს არქიტექტურის შექმნის ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა შეგვძინა. 
ჩვენი და ჰილტონის თანამშრომლობის საფუძველზე MUA-მ მიიღო რჩეული დიზაინ კონსულტანტის სტატუსი (სასტუმროს არქიტექტორი და სასტუმროს ინტერიერის დიზაინერი) ჰილტონის საერთაშორისო პარტნიორთა პლატფორმაზე.

ჰილტონის რჩეული დიზაინის კონსულტანტების სიაში ყოფნა ნიშნავს, რომ  არქიტექტურული კომპანია სრულად იცნობს ჰილტონის სტანდარტებს და მათ მიხედვით მუშაობის გამოცდილებაც აქვს.  ამ სიაში მყოფი არქიტექტურული კომპანიები, მათ შორის MUA, კვალიფიცირებულები არიან,  სრული არქიტექტურული სერვისი გაუწიონ ჰილტონის სასტუმროებს პროექტირებისა და აღსრულების ფაზებში, რაშიც მოიაზრება სასტუმროს ტერიტორიის  გენერალური გეგმის, ინტერიერის დიზაინის, არქიტექტურული დიზაინის შექმნა ჰილტონის ნიშნის წარმომადგენელთათვის ევროპასა და დიდ ბრიტანეთში. 

ჰილტონის გუნდთან თანამშრომლობა და არქიტექტურული საზოგადოების ახალ წევრებთან კოლაბორაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, რამაც კიდევ უფრო გააფართოვა ჩვენი საასპარეზო არეალი და მაღალი კლასის სასტუმროების პროექტებზე მუშაობის ერთგვარი აკრედიტაცია მოგვანიჭა.