თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობის კვლევა

MUA-ს გუნდი წელიწადზე მეტია მუშაობს თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობის კვლევაზე. ამ საკითხის მიმართ ინტერესი ქალაქში არსებული „უხილავი“ რესურსის აღმოჩენის სურვილმა გააჩინა. თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობის ერთიანი სურათის გამოვლენა, არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი, ამასთან ზოგიერთი ობიექტის ადაპტაციის საკითხის წინ წამოწევა MUA-სთვის გრძელვადიანი პროცესია.

პროექტის პირველი ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება - თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობის გამოფენა Tbilisi Architecture Biennial / თბილისის არქიტექტურის ბიენალეს მონაწილეა. გამოფენა გაიმართა Artarea-ს საგამოფენო სივრცეში, როგორც ყოფილი ინდუსტრიული ნაგებობის პოზიტიური გარდაქმნის ერთ-ერთი მაგალითი.

პროექტი მულტიდისციპლინარული ხასიათისაა და მასში ჩართული არიან ფოტოგრაფი Angus Leadley Brown, კურატორი და მკვლევარი ნინი ფალავანდიშვილი, CES-Creative Education Studio - ნათია სართანია და ჟურნალი ინდიგო • Indigo.

კვლევის პროცესში, მონაწილეობა მიიღეს თბილისის ოთხი უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტების სტუდენტებმა, ესენია: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი.

პროექტის “ინდუსტრიული მემკვიდრეობის კვლევა” ხორციელდება MUA-ს ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის თანადამფინანსებელია სსიპ შემოქმედებითი საქართველოს, კონკურსის ფარგლებში - „შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება“ ქვეპრიორიტეტი “ შემოქმედებითი ინდუსტრიების ეკოსისტემის გაძლიერება”.

პროექტის ავტორები და ხელმძღვანელები: დევი ქიტუაშვილი, გოგიკო საყვარელიძე, ნატალია ნებიერიძე
პროექტის თანაავტორი და კოორდინატორი: თათა გაჩეჩილაძე
კურატორი: ნინი ფალავანდიშვილი
ფოტოგრაფი: ანგას ლედლი ბრაუნი
ხმა: ნათია სართანია CES
ვიდეო: ჟურნალი ინდიგო • Indigo

პროექტის მონაწილეები MUA-ს გუნდიდან არიან: ანა მარდალეიშვილი, ქეთი კაჭარავა, გიგა ქარელი, დავით წელაური, უჩა ზღუდაძე და ლილუ ძიმისტარიშვილი
განსაკუთრებული მადლობა: არტარეას გალერეას, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს, ჯესი ვოგლერს, მარიკა კვირკველიძეს და დავით ბოსტანაშვილს. ასევე, მადლობა პროექტის საწყის ეტაპზე კონტრიბუციისთვის ნოდარ კვანჭიანს.

კვლევის მონაწილეები: ანა ყიფიანი, ანი ჩუხრუკიძე, ანანო კვაჭანტირაძე, გიორგი რეხვიაშვილი, ნინო თოგოშვილი, თამარ ხარებაშვილი, თამუნა ჩერქეზიშვილი, მაქი კვიციანი, დეა ტრაპაიძე, ნინოლა ჯინჯიხაძე, ნინო გოცირიძე, სალი კახაბერი, ირინა მასხულია, ნიკალა ღლონტი, რატი კუპატაძე, ანა თვარაძე, გიორგი სართანია, ლუკა გვანცელაძე.

29 ოქტომბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით პროექტის ფარგლებში ჩატარდა ონლაინ ლექციების სერია ინდუსტრიული მემკვიდრეობის თემატიკის გარშემო. ლექციებისთვის მოწვეული სტუმრები იყვნენ: ნინი ფალავანდიშვილი, ირაკლი ჟვანია, ჯესი ვოგლერი, დავით ბოსტანაშვილი, ალექსანდრე ჩუბინიძე და თამარ ამაშუკელი. ლექციების ჩანაწერები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://drive.google.com/drive/folders/1QReG4A1gEuBGJx96TIucD83mudmdw9rl?usp=sharing

გამოფენის 3D ვერსია იხილეთ  შემდეგ ბმულზე:http://mua.ge/the_industrial_heritage_of_tbilisi/
ასევე,თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ვებ-გვერდზე (სართული57).

პროექტის მედია პარტნიორები ჟურნალი ინდიგო • Indigo და სათემო რადიო თბილისი და Artarea/Tv2.0