Book Of The Month / November: The Architect's Handbook of Professional Practice

#BookOfTheMonth რუბრიკაში ნოემბრის თვის რჩეული წიგნია The Architect's Handbook of Professional Practice. 

The Architect's Handbook of Professional Practice პირველად 1920 წელს გამოიცა American Institute of Architects (AIA)-ს მიერ და დღეს მისი მე-15 გამოცემაა გამოსული. 

ეს წიგნი უკვე 100 წელზე მეტია გახდა არქიტექტურული საქმიანობის წარმოების სახელმძღვანელო. წიგნის ფოკუსი არქიტექტურული ოფისის მართვის ბიზნეს ასპექტებია და არ ეხება არქიტექტურული დიზაინის შინაარსს. წიგნში წარმოდგენილია ყველა ინფორმაცია და დეტალი, რაც გვჭირდება არქიტექტურული ოფისის სამართავად - იურიდიული ფორმის არჩევა, თანამშრომლების აყვანის პროცესი, პროექტის დამუშავებისა და ჩაბარების პროცესი, ფინანსების მართვა, მარკეტინგი, ბიზნესის განვითარება და სხვ. 

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მასში მოყვანილი ინფორმაციის ნაწილი იშვიათად თუ ისწავლება არქიტექტურულ სკოლაში. და ამასთან, აუცილებელია, არქიტექტურული ოფისის წარმატებული საქმიანობისთვის, რადგან როგორც ყველა ორგანიზაციას, მასაც სჭირდება მართვა. ჩვენ მიერ შერჩეული წიგნი სწორედ არქიტექტურული ბიუროს მართვაში იქნება გზამკვლევი.

წიგნი შეგიძლიათ შეიძინოთ ამ ბმულზე.