Book Of The Month / დეკემბერი: "ქალაქის არქიტექტურა" - ალდო როსი

2022 წლის ბოლო თვეს #BookOfTheMonth რუბრიკაში შევარჩიეთ იტალიელი არქიტექტორის ალდო როსის წიგნი „ქალაქის არქიტექტურა“ (იტალიურად: L'architettura della città). 

წიგნი წარმოადგენს ერთგვარ გადასვლას მოდერნისტული ურბანულ იდეოლოგიებიდან კლასიკური ევროპული ქალაქის ახლიდან აღმოჩენისკენ. 

ალდო როსი აკრიტიკებს თანამედროვე არქიტექტურულ პრაქტიკას, რომელიც არ ცნობს ქალაქს. ის ამტკიცებს, რომ ქალაქი უნდა განვიხილოთ დროში განგრძობითად აშენებულად, განსაკუთრებული აქცენტით ურბანულ არტეფაქტებზე, რომლებიც დროის გასვლასთან ერთად აგრძელებენ არსებობას. როსის სჯეროდა, რომ ქალაქი არსებობს თავის წარსულით და რომ ჩვენ ვიყენებთ ამ მეხსიერებას ძეგლების საშუალებით, რომლებიც აყალიბებენ მას. სწორედ მისი ნაშრომები და მიდგომები დაედო საფუძვლად ბერლინის აღდგენას 1990 წელს ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ.

წიგნი შედგება 4 თავისგან: 

1.      ურბანული არტეფაქტების სტრუქტურა
2.      პირველადი ელემენტები და სივრცე
3.      ურბანული არტეფაქტების ინდივიდუალობა; არქიტექტურა
4.      ურბანული არტეფაქტების ევოლუცია

თავად ავტორის აზრით, ეს წიგნი წარმოადგენს არა თეორიას, არამედ ურბანული სწავლების საფუძველს, რომელიც ეტაპობრივად შეივსება ქალაქთან დაკავშირებული ახალი მოსაზრებებით. 

ალდო როსის „ქალაქის არქიტექტურა“ გახდა ქალაქების შესასწავლად შესანიშნავი ჩარჩო, რამაც განაპირობა წიგნის უზარმაზარი პოპულარობა არქიტექტორებსა და ქალაქმგეგმარებლებს შორის.