Book Of The Month / ოქტომბერი: პიტერ ცუმტორის 'ატმოსფეროები'
#BookOfTheMonth რუბრიკაში ოქტომბრის თვის რჩეული წიგნია პიტერ ზუმტორის ‘ატმოსფეროები’.
პიტერ ცუმტორი შვეიცარიელი არქიტექტორია, რომლის ნამუშევრებსაც ახასიათებენ როგორც უკომპრომისოს და მინიმალისტურს. ცუმტორი და მისი ნამუშევრები უამრავი საერთაშორისო ჯოლდოს მფლობელია, მათ შორისაა, 2009 Pritzker Prize 2009 წელს და RIBA Royal Gold Medal 2013 წელს. დიდი აღიარება თავისი ორი ნამუშევრით მოიპოვა - თერმული აბანოები შვეიცარიაში (Therme Vals) და კლაუსის სამლოცველო გერმანიაში (Klaus Field Chapel). ასევე, მისი ცნობილი ნამუშევრებია Kolumba Art Museum, Swiss Sound Box და Kunsthaus Bregenz.
‘ატმოსფეროები’ გამოიცა 2006 წელს ცუმტორის მიერ ლიტერატურისა და მუსიკის ფესტივალზე ჩატარებული ლექციის შემდეგ. წიგნის კითხვისას თითქოს ნათელი ეფინება თუ როგორ ურთიერთკავშირშია და როგორ ესაუბრება არქიტექტურული სტრუქტურა გარემოს.
წიგნის სტრუქტურა და ენა კარგად გადმოსცემს ავტორის დაუსრულებელ სიყვარულს არქიტექტურისადმი. ის წარმოადგენს ავტორის ერთგვარ დიალოგს საკუთარ თავთან და რეფლექსიას, რომლის დროსაც სვამს კითხვებს, პასუხობს მათ, მოჰყავს მაგალითები და ღიად გვიყვება თავის ფიქრებზე. ავტორი პარალელებს ავლებს მუსიკასთან და ხელოვნების სხვა ნიმუშებთან, რაც გვეხმარება უკეთ აღვიქვათ მისი ფიქრები არქიტექტურის მიერ შექმნილ ატმოსფეროებზე. ავტორი გვარწმუნებს, რომ როგორც ბრაჰმსის ნაწარმოების (Brahms: Sonata No. 2 in E Flat Major for Viola and Piano) პირველ ორ ჰანგს შეუძლია მოგვგვაროს აღფრთოვანება, იმავენაირი აღფრთოვანება შეიძლება გამოიწვიოს არქიტექტურამაც.
ის წიგნის დასაწყისშივე სვავს კითხვას, რა არის <რეალურობის მაგია> (Magic of the Real) და მკითხველს სთავაზობს 9 პასუხს. ეს პასუხები გვიყვება რა აღელვებს ავტორს, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი და ღირებული და როგორია მისი ფიქრების წყობა, როდესაც ქმნის ატმოსფეროს შენობებში.
‘ატმოსფეროები’ არა მხოლოდ არქიტექტორებისთვის, არამედ ხელოვნების ნებისმიერი მოყვარულისთვის ძალიან საინტერესო წიგნია.
ის უნდა წაიკითხოთ და გადაიკითხოთ აუჩქარებლად და სიმშვიდით.
ის უნდა წაიკითხოთ და გადაიკითხოთ აუჩქარებლად და სიმშვიდით.