რადიოქალაქი
ლოკაცია: თბილისი, საქართველო
პროექტის წელი: 2021
სტატუსი: დასრულებული კონცეფცია

დამკვეთი: ქოლექთივი, აჭარა ჯგუფის განვითარების კომპანია
პროგრამა: მრავალფუნქციური I 9 ჰა
გუნდი: დევი ქიტუაშვილი, გოგიკო საყვარელიძე, ნატალია ნებიერიძე, გიორგი ხეცურიანი, ქეთი კაჭარავა, თათა გაჩეჩილაძე
ყოფილი რადიო ქარხნის ტერიტორია თბილისში, გლდანის რაიონში, მუხიანის დასახლებაში მდებარეობს. ქარხნის საწარმოო და ადმინისტრაციულ ნაგებობათა კომპლექსს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მუხიანის უბნის განვითარებაში.

რადიო ქარხნის რევიტალიზაციის იდეა ბოლო წლებია აქტუალური გახდა. ამ მიმართულებით არაერთი მოსაზრება და ჩამოყალიბებული ხედვაც არსებობს. ქარხნის ტერიტორია შედგება რამდენიმე, დიდი მოცულობის შენობა-ნაგებობისგან. ფორმალური და ფუნქციური თვალსაზრისით შენობების ხასიათი ერთგვარი მოცემულობაა, რაც საკმარის ბაზას ქმნის მათზე ახალი იდეების დასაშენებლად, თუმცა ერთიანი ხედვის დასახვა და გამოკვეთილი მიმართულების გამოვლენა მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
MUA-ს გუნდის მიერ ჩამოყალიბებული განვითარების კონცეფცია ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიას გამორჩეულ ფუნქციას სძენს - აქცევს მას ადგილად, სადაც გაიცემა და გადაიცემა ცოდნა კონკრეტული ხელობისა და ხელოსნობის შესახებ.
სა-ხელობო პროფესიული კოლეჯი შესაძლოა ჩამოყალიბდეს სხვადასხვა წარმოებისა და პროდუქციის შექმნის, ტექნიკური უნარების და საჭირო რესურსების შესწავლა-გამოყენების ერთგვარ პლატფორმად. გარდა კოლეჯისა და მისი დამხმარე სივრცეებისა (სახელოსნოები, საწარმოები, რეკრეაცია, სასადილო და ა.შ) კონცეფცია მოიცავს სხვადასხვა ფუნქციებით დატვირთულ აქტიურ ადგილებს, როგორებიცაა სპორტული და მულტიფუნქციური საგამოფენო დარბაზები, კაფე-ბარები, კამპუსი და სხვა.