წყნეთის რეზიდენციები
ლოკაცია: წყნეთი, საქართველო
პროექტის წელი: 2019
სტატუსი: მიმდინარე მშენებლობა









დამკვეთი: კერძო
ფუნქცია: საცხოვრებელი I 1700 კვ.მ
კონსულტანტები: სტრუქტურული ინჟინერია: პროგრესი I მშენებლობის მენეჯმენტი: MBG I ინჟინერია: გიორგი მარშანიშვილი, ერეკლე მესტვერიშვილი
გუნდი: გოგიკო საყვარელიძე, დევი ქიტუაშვილი, მარია ფელანგია, ნატალია ნებიერიძე, ლევან ძეგველაშვილი, ანა გრიგოლია, შირინ შაჰრუდი, უჩა ზღუდაძე, სალომე კაცაძე, სალომე მამრიკიშვილი, მერაბ მებუკე, დიტო გოგუაძე, ბექა მელაძე
ფუნქცია: საცხოვრებელი I 1700 კვ.მ
კონსულტანტები: სტრუქტურული ინჟინერია: პროგრესი I მშენებლობის მენეჯმენტი: MBG I ინჟინერია: გიორგი მარშანიშვილი, ერეკლე მესტვერიშვილი
გუნდი: გოგიკო საყვარელიძე, დევი ქიტუაშვილი, მარია ფელანგია, ნატალია ნებიერიძე, ლევან ძეგველაშვილი, ანა გრიგოლია, შირინ შაჰრუდი, უჩა ზღუდაძე, სალომე კაცაძე, სალომე მამრიკიშვილი, მერაბ მებუკე, დიტო გოგუაძე, ბექა მელაძე
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს წყნეთში.თბილისის ცენტრიდან 8 კილომეტრის დაშორებით, ყველა სეზონისათვის შესაფერისი კურორტი წყნეთის მოსახლეობა 8000 ადამიანია და მოცემული პროექტი კერძო დასახლებების ტერიტორიაზე მდებარეობს.
კონსტრუქტივიზმისადმი დამახასიათებელი მკაცრი გეომეტრიულობითა და კონსტრუქციული ელემენტების ესთეტიკურ დეტალებად გარდაქმნით, შენობა ერთდროულად ნოსტალგირებს მოდერნიზმის ეპოქაზე და ამავდროულად არ კარგავს თანამედროვეობისადმი რეფლექსიის უნარს.
კონსტრუქციული დეტალების ხაზგასმა და მათი სხვადასხვა, ძვირფასი მასალებით აქცენტირება, შენობის არქიტექტურის ძირითადი წამყვანი თემაა, როგორც ექსტერიერში ისე ინტერიერში.
Შენობის გეგმარება ხასიათდება თავისუფალი, გახსნილი სივრცეების ერთმანეთში ორგანული გადასვლით და გარემოსა მიმართ მაქსიმალური კავშირის სურვილით. მიწისპირა სართულზე განლაგდა საერთო ოთახი, სასადილო და სამზარეულო, რომელიც ერთმანეთისგან გამიჯნულია ორ დიაფრაგმას შორის გაჭრილი კიბის უჯრედით. აღნიშნული კიბის უჯრედით სარგებლობა, თავის მხივ, ქმნის განსაკუთრებულ არქიტექტურულ გამოცდილებას, როდესაც მიწისპირა პიანო ნობლედან ჭერიდან ჩამოსული ბუნებრივი შუქის ფონზე, შნეობის ყველაზე პრივატულ და მყუდრო საძინებელი იოთხების სართულზე ვინაცვლებთ. Საძინებელი ოთხაების ინტერიერიც მეტწილად ინარჩუნებს შენობის ძირითად არქიტექტურულ ესთეტიკას და ცდილობს მასთან გარკვეული ესთეტიკური დიალოგის წარმოებას, რაც გამოიხატება ექსტერიერში არსებული არქიტექტურული დეტალების, ფერების ან სივრცობრივი გადაწყვეტების ინტერიერში გამეორებაში. სივრცობრივ გადანაწილებასთან და მასალაბის ურთიერთმონაცვლეობასთან ერთად ინტერიერის ფორმირებაში ძირითად როლს ავეჯი ასრულებს.