თემქის ქარხნის განვითრების კონცეფცია

ლოკაცია: თბილისი, საქართველო
პროექტის წელი: 2022
სტატუსი: Concept Design
დამკვეთი: კერძო
პროგრამა: მრავალფუნქციური | 11,758 კვ.მ
გუნდი: დევი ქიტუაშვილი, გოგიკო საყვარელიძე, მარია ფელანგია, დაჩი ჭეჟია, სალომე კაცაძე, მარიამ გონგლაძე, ლილი ჯოხაძე, თეო რეხვიაშვილი, გიორგი იაშაღაშვილი

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს თბილისში, ზღვისუბანში, თემქაზე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. ტერიტორიაზე განთავსებული შენობა წარმოადგენს ყოფილ ტექსტილის ქარხანას, რომელიც ამჟამად სასაწყობე დანიშნულებისაა.

სტრატეგია ყოფილი ინდუსტრიული შენობის “ისტორიულ სტრუქტურაში” თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სამშენებლო მეთოდების გამოყენებით სიახლის შეტანა და ადგილის სიცოცხლისუნარიან სივრცედ ქცევაა. დიზაინის პროცესში ყურადღება ექცევა ძველი შენობის ისეთი სისტემებით აღჭურვას, რომელიც უპასუხებს დღევანდელ თანამედროვე მოთხოვნებს.

ადგილის განვითარების კონცეფცია, შენობაში ტექნოლოგებისა და ციფრული მედიების სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის სამუშაო სივრცეების უზრუნველყოფაა. თუმცა, ამავდროულად, ამოცანა ისეთი აქტივობების დაგეგმვაა, რაც სინერგიას შექმნის ერთმანეთთან. შედეგად კი ტერიტორიას საინტერესოსა და მიმზიდველის გახდის როგორც უბნის მაცხოვრებლების, ასევე ამ კონკრეტული სფეროს წარმომადგენლებისთვის. 

ყოფილი ქარხნის შენობაში განთავსდა სხვადასხვა ზომის ოფისები, საერთო სამუშაო სივრცე (co-working), შეხვედრების ოთახები, სახელოსნო სივრცეები, სავარჯიშო დარბაზი, საკონფერენციო დარბაზი და ღია ტერასა.. ხოლო გარე ტერიტორიაზე - კვების ობიექტები, სპორტული და სარეკრეაციო ზონა, სპორტული მოედანი, გამწვანებული სკვერი. 

შიდა თუ გარე სივრცეების დიზაინი შეძლებისდაგვარად ინარჩუნებს შენობის ავთენტურობას და მცირე ინტევნეციებით, თუ ახალი კონტრასტული ელემენტებით, გამორჩეულ ხასიათს ქმნის.