თბილისის ცათამბჯენი
ლოკაცია: თბილისი, საქართველო
პროექტის წელი: 2011
სტატუსი: საპროექტო კონცეფცია





პროგრამა: სასტუმრო I საცხოვრებელი I მრავალფუნქციური I 20 000 კვ.მ
გუნდი: დევი ქიტუაშვილი, გოგიკო საყვარელიძე, ნიკოლოზ ჯაფარიძე, დავით დოლიძე, ვანო ქსნელაშვილი, ეკა კანკავა, კახა მაისურაძე
გუნდი: დევი ქიტუაშვილი, გოგიკო საყვარელიძე, ნიკოლოზ ჯაფარიძე, დავით დოლიძე, ვანო ქსნელაშვილი, ეკა კანკავა, კახა მაისურაძე
საპროექტო არეალი მდებარეობს თბილისის ცენტრში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. პროექტის კონტექსტი საცხოვრებელი უბანია, რამდენიმე საზოგადოებრივი შენობით და სარეკრეაციო სივრცით, როგორიცაა 9 აპრილის პარკი და დედა ენის ბაღი. საპროექტო ნაკვეთს მარტივი რელიეფი აქვს, ვირსალაძის ქუჩიდან 6 მეტრით დაბლა მდებარეობს. საპროექტო შენობასთან მდებარეობს თეატრის შენობა და მტკვრის სანაპირო.
თბილისის ცათამბჯენი - მოტივტივე ქალაქი, ეს კონცეფცია გულისხმობს ტრადიციული ქალაქგეგმარების ბადის პლატფორმად გამოყენებას, რომელიც ქალაქს გადმოჰყურებს. ირეგულარული ფორმები დინამიკურობას მატებს მოცულობას, კონტრასტულია კონტექსტთან, ამით ეს გამომწვევი ფორმა წარმოადგენს გარემო არეალის გამოცოცხლების საშუალებას. „დაპიქსელებული“ ცათამბჯენის დიზაინი ღრუბლის იდეიდან მოდის. ეს იდეა აგრეთვე კავშირს პოულობს მეტაბოლიტებთან. კონცეფცია კიშო კუროკავას, არატა ისოძაკის, არქიგრემის, იონა ფრიდმანის და სხვა დიდი არქიტექტორების იდეებზეა დაფუძნებული, რომლებმაც მიზიდულობის იდეა რეალობაში შემოიტანეს.
შენობა სამ განხსვავებულ ობიექტად გაყოფა მისი ფუნქციურ განაწილებიდან გამომდინარეობს. შენობის გეგმარება განაწილებულია მოცულობებში იმგვარად რომ მთავარი ღერძი შენარჩუნებულია როგორც დამოუკიდებლად მომუშავე ოფისი, ფიტნესი, სპა, კაფე, რესტორნები, საკონფერენციო დარბაზები, ბიბლიოთეკა და ბიზნეს ცენტრი. შენობას აგვირგვინებს ვერტმფრენის დასაჯდომი. პირველ სართულზე განთავსებულია ლობი, კომერციული ფართები, კაფე, ადმინისტრაცია და ბიზნეს ცენტრი. შენობის დატვირთული და შერეული ფუნქციები, რიგი საკითხების გათვალისწინების შედეგად მოხდა. პირველ რიგში, სურვილი რომ ურბანული ცხოვრების სხვადასხვა, მრავალფეროვანი ასპექტები შემოგვეტანა საცხოვრებელ ზონაში. ღია ტერასული პლატფორმა გაკეთდა იმისათვის, რომ თბილისის პანორამული ხედებით დატკბე. ფოკუსი გაკეთდა შერეული ფუნქციის პლატფორმებზე, შენობის ისე როგორც ქვედა ასევე ზედა დონეებზე. ეს „დაპიქსელებული“ ფორმა, რაც ღია ტერასებს წარმოშობს უნიკალურობას შესძენს ამ შენობას და მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს თბილისის არქიტექტურულ სივრცეში.