თბილისის პროკურატურა
ლოკაცია: თბილისი, საქართველო
პროექტის წელი: 2012
სტატუსი: აშენებული













პროგრამა: საოფისე I 1500 კვ.მ
კონსულტანტები: სტრუქტურული ინჟინერია: Engenuiti, შპს პროგრესი I მშენებლობის მენეჯმენტი: CMC I ელექტრული ინჟინერია: ინსტა I მექანიკური და წყალგაყვანილობის სისტემები: თბილი სახლი, ჯესკო ჯგუფი I განათება: პროლაითი
I ფოტო: ნაკანიმამასახლისი
გუნდი: ნიკოლოზ მაისურაძე, ნიკოლოზ ჯაფარიძე, ეკა კანკავა, ივანე ქსნელაშვილი, სოსო ელიავა, ვილიანა გულიაშვილი, ელისო სულაკაური, დავით დოლიძე, ეკა რეხვიაშვილი, გოგიკო საყვარელიძე, დევი ქიტუაშვილი
I ფოტო: ნაკანიმამასახლისი
გუნდი: ნიკოლოზ მაისურაძე, ნიკოლოზ ჯაფარიძე, ეკა კანკავა, ივანე ქსნელაშვილი, სოსო ელიავა, ვილიანა გულიაშვილი, ელისო სულაკაური, დავით დოლიძე, ეკა რეხვიაშვილი, გოგიკო საყვარელიძე, დევი ქიტუაშვილი
პროექტი მდებარეობს თბილისის გარეუბანში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, თბილისის შემოსასვლელ გზაზე. საპროექტო შენობისთვის განსაზღვრულია ტერიტორია მაგისტრალის გასწვრივ, ტერიტორიის უკანა მხარე დაეთმობა ავტოსადგომს. მიმდებარე განაშენიანება ძირითადად ინდუსტრიულია, აქვეა რამდენიმე საზოგადოებრივი ნაგებობა და სასტუმრო. ხუთ ხაზიანი მაგისტრალი გაყოფილია გამწვანებული ზოლით.
პროექტის კონცეფციაზე მუშაობისას უმთავრესი მიზანი იყო შექმნილიყო არასტანდარტული, გამორჩეული საოფისე შენობა. ვინაიდან შენობაში უნდა განთავსებულიყო თბილისის პროკურატურა, კონცეფცია აიგო კანონის უზენაესობის და სიმკაცრის იდეაზე. შესაბამისად მივიღეთ მართკუთხა, შავი ჩარჩო, გამჭვირვალე გეომეტრიული ფორმების „შიგთავსით“. ეს შენობა არის კონფიდენციალურობისა და გამჭვირვალობის სიმბოლო, რომლის მკაცრი შავი ფერის ჩარჩო ხაზს უსვამს სამართლიანობის და კანონის უზენაესობის მნიშვნელობას. შენობა სრულ გამჭვირვალობას აღწევს ღამით, როდესაც „მოდულები“ ნათდება. შენობის 70 % არ ეხება მიწის ზედაპირს, რაც ქმნის ჰაეროვნების შეგრძნებას, თითქოს შავ ჩარჩოში „შეკიდულია“ გამჭვირვალე გეომეტრიული ფორმები. შენობის ჩარჩო გამჭოლია, ეს გამჭვირვალობა ფიზიკურად აღქმადია, რაც მთლიან დიზაინს მიყვება იდეურ ხაზად.
საპროექტო დავალების მიხედვით პროექტში გათვლილია საოფისე სივრცეები 60 თანამშრომლისათვის, ლობი და ავტოსადგომი. მშენებლობა დაიწყო 2011 წლის მაისში და დასრულდა 2012 წლის დასაწყისში. პირველი სართული მისაღები სივრცეა საიდანაც ხდება განაწილება შენობის სხვადასხვა განყოფილებებში. შენობის გულს წარმოადგენს კიბე და და დამაკავშირებელი ხიდები, რაც არის გარდამავალი წერტილი საზოგადოებასა და თანამშრომლებს შორის. ინტერიერში გამოყენებულია მინა, რომელიც გამჭვირვალობას და სინათლეს უზრუნველყოფს და ამით უპირისპირდება მუქ, „შუქგაუმტარ“ ჩარჩოს. ფასადზე გეომეტრიული ფორმების „მოძრაობის“ შედეგად იქნება ტერასები საოფისე სივრცეებისათვის. მეოთხე სართულზე შეხვედრებისათვის და სხვადასხვა ღონისძიებებისათვის განკუთვნილია ნახევრად დახურული ტერასა. ბოლო სართული ეთმობა პროკურორის ოფისს, შეხვედრების ოთახს, მინი სამზარეულოს და ვერანდას. ფასადები ღიაა ორ მხარეს, მთავარი ფასადი გადის ხეივანზე, ხოლო მეორე, უკანა ფასადი უყურებს ღია ავტოსადგომს. ორდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი განსაზღვრულია 27 ავტომობილისთვის.