საზაფხულო აგარაკი

ლოკაცია: ცხვარიჭამია, საქართველო
პროექტის წელი: 2021
სტატუსი: დასრულებული კონცეფცია
დამკვეთი: კერძო
პროგრამა: დასასვენებელი სახლი I 650 კვ.მ
გუნდი: დევი ქიტუაშვილი, გოგიკო საყვარელიძე, მარია ფელანგია, მარიტა რურუა, გიგა ქარელი

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხვარიჭამიაში, საბადურის ქედზე, მდინარე თეზმის ხეობაში. ცხვარიჭამია ითვლება რეკრეაციულ-საკურორტო ზონად, რომელიც სასარგებლოა სასუნთქი სისტემისთვის. დამსვენებლებს იზიდავს მდიდარი ბუნება და თბილი ხანგრძლივი ზაფხული. 

სოფელ ცხვარიჭამიას განაშენიანებაში დომინირებს კოტეჯის ტიპის ერთბინიანი სახლები ქანობიანი გადახურვით. საპროექტო მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთის მხრიდან ესაზღვრება საგურამო-ცხვარიჭამიას გზა. 

მცირე ფერდობზე მდებარე ნაკვეთს, ორი მხრიდან - სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ხშირი ტყე. სწორედ საპროექტო ტერიტორიის ირგვლივ არსებულმა ლანდშაფტმა განაპირობა შენობის განთავსების არეალი, პროგრამის განაწილების გადაწყვეტა და ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლების დაგეგმარება ისე, რომ მიგვეღო ტყის მიმართ ორიენტირებული, მზით განათებული საერთო თავშეყრის სივრცეები და სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მიმართული საძინებლები.

შენობა განლაგებულია ოპტიმალური ორიენტაციით როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონისთვის. მიწისპირა სართულის რეგულარული მართკუთხა გეგმის ორი გვერდი მობრუნებულია 27 გრადუსით, რაც არის ბუნებრივი ინსოლაციის წყარო და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ფასადი მანიპულირებს მზის შუქით.