სილქნეტის გაყიდვების ოფისი

ლოკაცია: თბილისი, საქართველო
პროექტის წელი: 2011
სტატუსი: აშენებული
დამკვეთი: სილქნეტი
პროგრამა: საოფისე I 60 კვ.მ
ფოტო: ნაკანიმამასახლისი
გუნდი: გოგიკო საყვარელიძე, ნიკოლოზ ჯაფარიძე, ეკა კანკავა, კახა მაისურაძე, ლაშა ბარბლიშვილი

სილქნეტის გაყიდვების ოფისი მდებარეობს თბილისის ცენტრში, ი.ჭავჭავაძის გამზირზე. მიმდებარე ტერიტორია ძირითადად დატვირთულია  საცხოვრებელი ფუნქციით. აქვე განთავსებულია რამდენიმე საოფისე და ბანკის შენობა. სილქნეტის ოფისი  მიწისპირა სართულზე,  სხვადასხვა კომერციული ფართების გვერდით დაიკავებს ადგილს.

სილქნეტის ოფისის ინტერიერის დიზაინი ეფუძნება „ტრანსმიტერის“  - ინფორმაციის გადამტანი ხელსაწყოს კონცეფციას. ვინაიდან გაყიდვების მაგიდა ერთგვარი შუამავალია კლიენტსა და კომპანიას შორის შესაბამისად ამ იდეას გაყიდვების მაგიდის დიზაინი გამოხატავს. მაგიდა ფანერის ფურცლებისგან არის აწყობილი, შეღებილია და დალაგებულია იმგვარად რომ მისი ბიომორფული ფორმები ტექნოლოგიურ სიახლეების, სისტემის მუშაობის და ინფორმაციის შენახვის ასოციაციას იწვევს. 

შემოთავაზებული დიზაინი მომდინარეობს რიგი საკითხებიდან: უპირველესად თანამედროვე ტექნოლოგიების ხაზგასმა და პირდაპირი კავშირი ჯერ კიდევ უცნობ/უცხო მოწყობილობებთან. ფოკუსი გაკეთდა გაყიდვების მაგიდის დიზაინზე, რომელიც „ტრანსმიტერის“  - გადამყვანის იდეის მიხედვით აეწყო. მაგიდა სამი დამოუკიდებელი ნაწილისგან შედგება. გონივრული ღირებულების მქონე და  ადგილობრივი მასალის გამოყენებით დიზაინი მიმზიდველი და ადვილად აღსაქმელი ხდება.

წითელი ფერის წრე,რომელსაც გარშემო აკრავს მაგიდები სისტემის ცენტრთან, ინფორმაციული ხაზების გადაკვეთასთან ასოცირდება. ჭერი მუქი ნაცრისფერი ფერისაა, სადაც წრიული ფორმის სანათებია, რომლებიც ასევე „შტეფსელებს“ მოგვაგონებს. წითელი ფერი განსაზღვრავს ინფორმაციის წყაროს, ხოლო ლურჯი ფერი ინტერნეტ სივრცეს. ინტერიერში გამოყენებულ ბიომორფული ფორმებს და სივრცის არასტანდარტულ გეგმარებას, იატაკის ბადე და ფანჯრის მართკუთხა დანაწილება ამ სივრცეს სიმკაცრეს მატებს.