აპარტ-ოტელი რუმსი
ლოკაცია: თბილისი, საქართველო
პროექტის წელი: 2012
სტატუსი: დასრულებული კონცეფცია








აპარტ-ოტელი რუმსი
დამკვეთი: კერძო
ფუნქცია: სასტუმრო I 600 კვ.მ
გუნდი: ნიკოლოზ მაისურაძე, ეკა კანკავა, ნიკოლოზ გურაბანიძე, ბოკა კილასონია, ტატა ქოიავა, ეკა რეხვიაშვილი, გოგიკო საყვარელიძე, დევი ქიტუაშვილი
ფუნქცია: სასტუმრო I 600 კვ.მ
გუნდი: ნიკოლოზ მაისურაძე, ეკა კანკავა, ნიკოლოზ გურაბანიძე, ბოკა კილასონია, ტატა ქოიავა, ეკა რეხვიაშვილი, გოგიკო საყვარელიძე, დევი ქიტუაშვილი
საპროექტო ტერიტორია, ფართით მდებარეობს თბილისში, მჭიდროდ განაშენიანებულ უბანში. მიმდებარე ტერიტორია შერეული ფუნქციით არის დატვირთული, ჭოველიძის ქუჩა კვეთს კოსტავას ქუჩას, რომელიც თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური ღერძია. მიმდებარედ მდებარეობს სასტუმრო რუმსი, თბილისის საკონცერტო დარბაზი, სხვადასხვა მაღაზიები და ბარები. საპროექტო ტერიტორიას ესაზღვრება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.
კონცეფცია განისაზღვრა არსებული კონტექსტითა და მეზობლად განთავსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლით. მნიშვნელოვანი იყო კულტურულ მემკვიდრეობასთან დამოკიდებულების მსოფლიო მაგალითების გააზრება. ამასთან ერთად მსგავსი ვიწრო სამშენებლო ნაკვეთის გამოყენების ანალოგების მოძიება. ფორმის ძიებისას მიზნად დავისახეთ ორ შენობას შორის არსებული ნიშის ამოვსება ყრუ ფასადით. სილიკონის მინის ქსოვილის ფასადი უზრუნველყოფს ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვას, ასევე ქარისა და წვიმისაგან, არის მგვრისადმი მედეგი და კარგად ვენტილირებადი. ეს მასალა საშუალებას გვაძლევს შენობის ფასადი გავხადოთ ცვალებადი. მზის პირდაპირი შუქი დაცემისას ფასადი თეთრი და გაუმჭვირვალეა. განათების ცვლილებასთან ერთად იცვლება მისი აღქმაც, საღამოს როდესაც ბუნებრივი განათება მცირდება, ხოლო შენობას ინტერიერის სინათლე გაანათებს ფასადი ნახევრად გამჭვირვალე ხდება.
117 კვადრატული მეტრის განაშენიანების ფართობი მოიცავს 4 სართულიან სასტუმროს ხუთი ნომრით. პირველი სართულზე ლობია განთავსებული. ყველა მომდევნოსართულზე სულ ორი ნომერი ეტევა. ჯამში აპარტამენტებს 380 კვადრატული მეტრი ეთმობა. ყველა ნომერს აქვს ტერასა და სარეკრეაციო სივრცე. მნიშვნელოვანია უკანა ეზო, რომელიც მოცულობის განუყოფელი ნაწილია.