ოზურგეთის იუსტიციის სახლი

ლოკაცია: ოზურგეთი, საქართველო
პროექტის წელი: 2012
სტატუსი: აშენებული
პროგრამა: საოფისე I 1600 კვ.მ
კონსულტანტები: სტრუქტურული ინჟინერია: შპს პროგრესი I მშენებლობის მენეჯმენტი: ანაგი I ფოტო: ნაკანიმამასახლისი
გუნდი: დათო ცანავა, ნიკოლოზ გურაბანიძე, სალომე ღუდუშაური, ნიკოლოზ ჯაფარიძე, ეკა კანკავა, ივანე ქსნელაშვილი, ნიკოლოზ მაისურაძე, ეკა რეხვიაშვილი, გოგიკო საყვარელიძე, დევი ქიტუაშვილი

ქალაქი ოზურგეთი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში. ოზურგეთის იუსტიციის სახლი ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშია, კ. გამსახურდიას მოედნის სამხრეთით და ესაზღვრება ისტორიის მუზეუმს. მოედნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს 400 ადგილიანი თეატრი, საცხოვრებელი ბლოკები და ბულვარი მოედნის დასავლეთ მხარეს.

პროექტის კონცეფციაა, რომ ერთ სივრცეში მოექცეს შემდეგი სერვისები: სამოქალაქო რეესტრი, საჯარო რეესტრი, ნაციონალური არქივი, აღსრულების ბიურო და საჯარო საოპერაციო დარბაზი. ფორმის იდეა ეფუძნება ძველი ბერძნული ტაძრების გეგმას. შენობას პერიმეტრზე კრავს სიმეტრიული სვეტები, რომლებსაც უჭირავთ თეთრი ბრტყელი გადახურვა. 12 თეთრი სვეტი კრავს სივრცეს, რომელშიც  ორი დამოუკიდებლად მდგარი და კონტრასტული მინის მოცულობებია. ეს ორი მოცულობა დაშორებულია ერთმანეთისგან იმგვარად, რომ გაჩნდეს სივრცე მათ შორის - რომელიც იქცევა ერთგვარ გადახურულ გასასვლელად, მოედნის და ქალაქის ბულვარის დამაკავშირებელი. შენობის თეთრი ფერი და სიმსუბუქე ეხმიანება გამჭვირვალობის იდეას.

MUA მიწვეულ იქნა იუსტიციის სახლის პროექტის მოსამზადებლად. საპროექტო დავალება მოიცავდა დიზაინს 1500 კვადრატული მეტრის ფართის შენობისთვის, 95 პერსონალი და 400 მომხმარებელი დღიურად. იუსტიციის სახლი უნდა მომსახურებოდა ოზურგეთის 500,000 ათასიან მოსახლეობას. მშენებლობა დაიწყო 2011 წელს.

შენობა შედგება ორი ჰორიზონტალური ფილისგან 50x22 მეტრი, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია პერიმეტრზე სიმეტრიულად განლაგებული თორმეტი სვეტით,  და ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მოცულობისაგან. მოცულობა, რომელიც მოიცავს ოფისებს და საჯარო მომსახურების სივრცეს, წარმოადგენს  მართკუთხედს გეგმაში, ზომებით 19x19 მეტრი. მეორე მოცულობა არის ოვალური ფორმის და მოიცავს ქორწინების დარბაზს და ოფისებს. ორივე მოცულობა ორსართულიანია და დაკავშირებულია ერთმანეთთან მიწისქვეშა დერეფნით. ორივე მოცულობას დაბალ ემისიური 100% გამჭვირვალე მინის ფასადი აქვს, რაც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას და ინსოლაციას. ზედა ჰორიზონტალური სიბრტყე ასრულებს საერთო გადახურვის ფუნქციას, შესრულებულია რკინაბეტონში მოპირკეთების გარეშე. ქვედა სიბრტყე კი ასრულებს საერთო პლატფორმის ფუნქციას, მოპირკეთებულია ტრავერტინით. შენობის სიმაღლე მორგებულია მომიჯნავედ მდგარი მუზეუმის სიმაღლეს და არ უსწრებს მას. ნაგებობა იმგვარად არის განთავსებული რომ იქმნება მართკუთხა შიდა ეზო მუზეუმსა და იუსტიციის სახლს შორის. ორ მინის ბლოკს შორის არის გამჭოლი სივრცე, რომელიც აკავშირებს მოედანს და ქუჩას შენობის უკანა მხარეს. შენობა ჰარმონიულად ერწყმის კონტექსტს, რადგან ჯდება გარშემო შენობების მასშტაბში. ის აგრეთვე არის თანამედროვე აქცენტი ქალაქის განაშენიანებაში.