საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

ლოკაცია: თბილისი, საქართველო
პროექტის წელი: 2011
სტატუსი: აშენებული
პროგრამა: საოფისე I 2 300 კვ.მ
კონსულტანტები: სტრუქტურული ინჟინერია: Engenuiti, შპს პროგრესი I მშენებლობის მენეჯმენტი: ანაგი I ფოტო: ნაკანიმამასახლისი
გუნდი: ვილიანა გულიაშვილი, ნიკოლოზ გურაბანიძე, ეკა ჯაფარიძე, ნიკოლოზ ჯაფარიძე, დევი ქიტუაშვილი, ივანე ქსნელაშვილი, ნიკოლოზ მაისურაძე, დავით ცანავა, გოგიკო საყვარელიძე

შენობა მდებარეობს თბილისის ისტორიულ უბანში. მე-19 საუკუნის ბოლოს აშენებული საცხოვრებელი სახლი მოგვიანებით კომუნისტური პარტიის ლიდერის რეზიდენცია გახდა.1960-იანი წლების შემდეგ შენობას გაუკეთდა რეკონსტრუქცია, თუმცა ხელუხლებელი დარჩა იმ დრომდე სანამ არ გადაეცა საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს. პროექტის შედეგად შენობის ფასადმა პირვანდელი სახე შეინარჩუნა, მის კლასიკურ სტილს დაუპირისპირდა თანამედროვე ინტერიერი.

ინტერიერის კიბის და მისაღების მაგიდის დიზაინი გამოხატავს პროექტის იდეას - სპორტის დინამიკურობას. პირველი რასაც აღიქვამს სტუმარი ეს არის მაგიდა დახურული მოცულობა ღრმა ნაპრალით, შემდეგ კი კიბე, რომლის მრუდხაზოვანი ბიომორფული ფორმები და რბილი გეომეტრია ადამიანის შეუზღუდავ შესაძლებლობებს წარმოაჩენს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დავალებით უნდა შესრულებულიყო ფასადის რესტავრაცია, ლანდშაფტის დიზაინი, მუზეუმის დიზაინი და საოფისე სივრცეები 100 ადამიანისთვის. შენობის კარკასის გამაგრება მოხდა საძირკვლის არმირებით, რამაც საშუალება მოგვცა გაჩენილიყო ღიობები კედლებში და მოხსნილიყო სართულშუა გადახურვა იმისათვის რომ გამოთავისუფლებულიყო სივრცე კიბისათვის. კიბე, რომლის შესრულებას სამი თვე დასჭირდა, მიმზიდველ ობიექტად იქცა, რომელიც თითქოს ძველი შენობის კარკასში შეიჭრა.

არქიტექტორებმა იმუშავეს ინტერიერის ელემენტებზე, როგორიცაა მისაღების მაგიდა, კიბე ასევე სპორტული მოედნის სარბენი ბილიკის იმიტაცია, რომელიც მუზეუმის გზამკვლევის როლს ასრულებს. ამ შენობის ყველაზე თვალწარმტაც ობიექტად მაინც კიბე რჩება, რომელიც ოთხ სართულს ემსახურება და საგამოფენო სივრცეებს და ოფისებს ერთმანეთთან აკავშირებს. კიბე რკინის კარკასზეა აგებული, მოპირკეთებული ხის პანელებით, ხოლო ჩარჩო, საფეხურები და მოაჯირები მოპირკეთებულია ფანერით.