ლაზიკის მუნიციპალიტეტი
ლოკაცია: ლაზიკა, საქართველო
პროექტის წელი: 2012
სტატუსი: აშენებული












პროგრამა: საოფისე I 2 100 კვ.მ
კონსულტანტები: სტრუქტურული ინჟინერია: Engenuiti, შპს პროგრესი I მშენებლობის მენეჯმენტი: ანაგი I ფოტო: ნაკანიმამასახლისი
გუნდი: დავით დოლიძე, ნიკოლოზ გურაბანიძე, ნიკოლოზ მაისურაძე, ტატა ქოიავა, ეკა კანკავა, ქეთევან ვაჩნაძე, ივანე ქსნელაშვილი, ეკა რეხვიაშვილი, დათო ცანავა, სოსო ელიავა, სალომე ღუდუშაური, გოგიკო საყვარელიძე, დევი ქიტუაშვილი
გუნდი: დავით დოლიძე, ნიკოლოზ გურაბანიძე, ნიკოლოზ მაისურაძე, ტატა ქოიავა, ეკა კანკავა, ქეთევან ვაჩნაძე, ივანე ქსნელაშვილი, ეკა რეხვიაშვილი, დათო ცანავა, სოსო ელიავა, სალომე ღუდუშაური, გოგიკო საყვარელიძე, დევი ქიტუაშვილი
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში. ლაზიკა ახალი დაარსებული ქალაქია სამეგრელო-ზემო სვანეთში. ქალაქი მდებარეობს ძველ ბერძნულ კოლონია ფაზისისთან (ფოთი) და ანაკლიასთან ახლოს. სახელი ლაზიკაც რეგიონის რომაული სახელიდან მოდის. 2011 წელს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა ლაზიკის დაარსების შესახებ, რაც 2012 წლის სექტემბერში ლაზიკის მუნიციპალიტეტის მშენებლობით დაგვირგვინდა. ქალაქი მდებარეობს ზღვის დონიდან ორ მეტრზე. რეგიონი გამოირჩევა მაღალი ტენიანობით და ჭაობიანი მიწებით. რეგიონის ტრადიციული ტიპიური არქიტექტურა აგებულია ხიმინჯებზე, საძირკვლის გარეშე, რათა ხელი შეუწყონ განიავებას, და დაიცვან ნაგებობა ტენისგან.
პროექტის იდეა იყო რომ შექმნილიყო ნაგებობა ერთი მასალისგან, როგორც სკულპტურა. შენობა წარმოადგენს ჰაერში დაკიდებულ ობიექტებს. ეს ობიექტები, რომლების ცალ-ცალკე ფორმებად აღიქმება ერთიანობაში ქმნიან მონუმენტს, და ამით ქმნიან ახალ საზომს ახალი ფუტურისტული ქალაქის თანამედროვე არქიტექტურაში. თითოეულ სივრცეს შეუძლია დამოუკიდებლად ფუნქციონირება. შენობა ემსგავსება ადგილობრივ არქიტექტურას, რომელიც ასევე მოშორებული იყო მიწის ზედაპირს. ეს ნაგებობა კავშირს პოულობს იონა ფრიდმანის „მოცურავე ქალაქების“ თეორიასთან. თითოეულ სივრცეს განსხვავებული ვიზუალური მხარე აქვს. სრულად გამჭვირვალე იუსტიციის სახლი, ნახევრად გამჭვირვალე ქორწინების დარბაზი, და ოფისების სივრცე, რომელიც სრულად განათებულია, თუმცა ვიზუალურად დახურული ფასადი აქვს. ბრტყელი ლანდშაფტი უზრუნველყოფს 360 გრადუსიან ხედებს ქალაქზე.
შენობის სტრუქტურაზე საპროექტო ჯგუფმა იმუშავა Engenuiti-ის სტრუქტურულ ინჟინრებთან. შენობის პროგრამა: იუსტიციის სახლი, ქორწინების დარბაზი, მუნიციპალიტეტის ოფისები 40 თანამშრომლისათვის. მშენებლობა დაიწყო 2012 წლის იანვრის ბოლოს და 8 თვეში, 2012 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდა. შენობის მშენებლობა დასრულდა 168 დღეში.
საძირკვლის გადაწყვეტა მოხდა შემდეგნაირად: 800 მმ დიამეტრის 80 სვეტი 25 მეტრის სიღრმეზე ჩამონტაჟდა. მთავარი გამოწვევა საძირკვლის სამუშაოების დროს იყო მიწისქვეშა წყლები და სეისმურად აქტიური ზონა. ლითონის კარკასული ნაგებობის დადებითი მხარეებია ის, რომ მშენებლობა 30%-ით სწრაფია და მოითხოვს ნაკლებ სამუშაო ძალას.
პოლ გრაიმსი, Engenuiti-ის დირექტორი შემდეგნაირად აღწერს სტრუქტურას: „სტრუქტურული ჩარჩო შესრულებულია ლითონში, ზედა პლატფორმის დასაჭერად გამოყენებული იქნა ლითონის სვეტები. გამოწვევა იყო სეისმური მდგომარეობის გათვალისწინება და ადგილობრივი უნარების გამოყენება, იმისათვის რომ მიღწეულ იქნეს დასახული არქიტექტურული ამბიცია.“
ნაგებობის სამი მოცულობა მიწის ზედაპირიდან სხვადასხვა სიმაღლეზე მდებარეობს. სამივეს აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი, ემსახურება განსხვავებულ ფუნქციებს, მაგრამ ამასთან ერთად დაკავშირებულია ერთმანეთთან. პირველი მოცულობა, რომელსაც ადვილი მისადგომი აქვს საზოგადოებრივი გზიდან ეკუთვნის იუსტიციის სახლს. მეორე სივრცეში განლაგებულია ქორწინების დარბაზი, რომელსაც პირდაპირი გასასვლელი აქვს ტერასაზე. მესამე ობიექტი, რომლის ზომებია 35x35 მეტრი 20 მეტრით არის აწეული მიწის დონიდან და მოიცავს საოფისე სივრცეებს. საოფისე სივრცეების მოპირკეთება - ლითონის პერფორირებული ფურცლები, 50% გამჭვირვალობას მატებს ობიექტს.მიწას ეხება მხოლოდ სვეტები და ვერტიკალური კომუნიკაციები. მეტალის სვეტები დიზაინის მთავარი ელემენტია და გამოხატავს შენობის ტექნოლოგიას და ინოვაციურ სტილს.