სასტუმრო ჰილტონი და საცხოვრებელი კომპლექსი

ლოკაცია: ბათუმი, საქართველო
პროექტის წელი: 2015
სტატუსი: აშენებული
დამკვეთი: Tourinvest, Hotel Hilton and Bellevue Residence Batumi
პროგრამა: სასტუმრო, საცხოვრებელი I 75000 კვ.მ 
კონსულტანტები: სტრუქტურული ინჟინერია: Engenuiti, შპს პროგრესი I მშენებლობის მენეჯმენტი: ანაგი
გუნდი: ეკა რეხვიაშვილი, ეკა კანკავა, სალომე ღუდუშაური, ტატა ქოიავა, ნიკოლოზ გურაბანიძე, ნიკოლოზ მაისურაძე, დათო ცანავა, დავით მეგრელიძე, სალომე სიხარულიძე, გიორგი მერებაშვილი, გოგიკო საყვარელიძე, დევი ქიტუაშვილი, Jos Borthwick (RTKL) l James Lai (RTKL)

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ ბათუმში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ბულვარის გასწვრივ მდებარე სასტუმროს ჰილტონთან ახლოს არის დელფინარიუმი, ნურის ტბა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

The Black Sea Hotel & Residences არის მრავალფუნქციური დასასვენებელი კომპლექსი შავი ზღვის სანაპიროზე. კომპლექსი მოიცავს 247 ნომრიან 5 ვარსკვლავიან სასტუმროს რომელიც ჰილტონის სახელით იფუნქციონირებს. კომპლექსი ასევე მოიცავს საცხოვრებელ აპარტამენტებს, კომერციულ სივრცეებს და რესტორანს. კომპლექსი ჯამში 75 ათას კვადრატულ მეტრია და მოიცავს ორ დონიან პარკინგის, საზოგადოებრივ და სარეკრეაციო სივრცეს.

MUA მონაწილეობდა დიზაინის სერვისებში, სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადებასა და BIM მომსახურებაში RIBA-ს (Royal Institute of British Architects) E და K ეტაპებისათვის. კონცეპტ-დიზაინი და დიზაინის განვითარება (RIBA ეტაპები) განახორციელა ინგლისურმა კომპანიამ Callison RTKL UK.

ara Design
(ტექსტი ეკუთვნის ara Design)
247 ოთახიანი მოცულობა მოიცავს შემდეგ სივრცეებს: შეხვედრების სივრცე, საკონფერენციო დარბაზები, სპა, 3 რესტორნის მომსახურება, სქაი ბარი,რომლის ხედებიც იშლება ქალაქზე და ზღვაზე. ჰილტონ ბათუმის მიზანია გახდეს პრემიერ დანიშნულების ადგილი საერთაშორისო მოგზაურებისათვის. სასტუმროს უპირატესობებია ტექ-ლაუნჯი, ბიბლიოთეკა და 24 საათიანი ბიზნეს ლაუნჯი. ara Design პასუხისმგებელია მოამზადოს კონცეფცია, სქემა, დიზაინის პროექტი, სამშენებლო დოკუმენტაცია, ავეჯის, ინვენტარის, და აღჭურვილობის დოკუმენტაცია შემდეგი სივრცეებისთვის: სტანდარტული ნომრები, დეტალური დიზაინი A და B ტიპის ნომრებისთვის, ახალგაზრდული ნომერი, საპრეზიდენტო ნომერი, აივნები. საზოგადოებრივი სივრცეები: ლობი, ლობის ლაუნჯი, კაფე, რესტორანი, შეხვედრების ოთახები, ლიფტის სივრცეები, სპა, აუზი, ტერასა, სქაი ბარი და WC.