სასტუმრო ჰამპტონი და საცხოვრებელი კომპლექსი

ლოკაცია: თბილისი, საქართველო
პროექტის წელი: 2022
სტატუსი: აშენებული
დამკვეთი:  ბლოქსი
პროგრამა:  სასტუმრო I საცხოვრებელი I 18 000 კვ.მ
კონსულტანტები:  სტრუქტურული ინჟინერია: შპს პროგრესი I მშენებლობის მენეჯმენტი:  შპს LMC  
გუნდი:  დევი ქიტუაშვილი, გოგიკო საყვარელიძე, გიორგი ხეცურიანი, ნატალია ნებიერიძე, ბოკა კილასონია, სალომე მამრიკიშვილი, სალომე კაცაძე, დიტო გოგუაძე, მერაბ მებუკე
ფოტოები: yaroslav_lu


სასტუმრო ჰემპტონი, ჰილტონის საერთაშორისო ნიშნის ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელიც სტუმარს საუკეთესო ფასად, კომფორტსა და მყუდრო გარემოს სთავაზობს. ავლაბარში მდებარე, ორი მკაფიო მართკუთხა ფორმის შენობა სასტუმრო ჰემპტონსა და საცხოვრებელ კომპლექსს აერთიანებს. თერთმეტსართულიანი სასტუმრო და ოცდაორსართულიანი საცხოვრებელი ბლოკები, წარმოდგენილია როგორც ერთი არქიტექტურული ნაგებობა.  შენობის სადა და მონუმენტური მოცულობა,  გამოკვეთილია ფასადების ფერადოვანი გრადაციით. სასტუმროს ოთახების დახვეწილი დიზაინი ითავსებს კომფორტის უმაღლეს სტანდარტს, რაც ჰილტონისა და ჰემპტონის მყარ ფასეულობებსაა მორგებული. მიწისპირა სართული გადაწყვეტილია, როგორც ერთიანად გახსნილი და გამჭვირვალე სივრცე, შემინული ფასადის სისტემით აქცენტირებული ღიაობა, ამ შინაარსის ერთგვარ მეტაფორას წარმოადგენს. 
 
გამოწვევა, ჰილტონის მაღალი სტანდარტის, მისი თანაბარზომიერი ფუნქციონალურობის დაცვას და პროექტში ინტეგრირებას წარმოადგენდა. ეფექტური და ეკონომიური ოპერირებისთვის, მეტისმეტი სიფრთხილითა და ზედმიწევნით ოპტიმალურად დავგეგმეთ სივრცე, შევიმუშავეთ მდგრადი სისტემები და მაქსიმალური სიზუსტით მივყევით ჰილტონის სახელმძღვანელოებს.
ჰილტონის საერთაშორისო პარტნიორთა პლატფორმაზე, MUA რჩეული დიზაინ კონსულტანტის სტატუსის მფლობელია, რაც მას ჰილტონის ნიშნის წარმომადგენელთათვის, ევროპასა და დიდ ბრიტანეთში არქიტექტურული საქმიანობის კვალიფიკაციას ანიჭებს.