მწვანე კონცხი ბოტანიკო
ლოკაცია: მწვანე კონცხი, საქართველო
პროექტის წელი: 2021
სტატუსი: აშენებული


































დამკვეთი: სილქ დეველოპმენტი
პროგრამა: საცხოვრებელი | 16,600 კვ.მ
კონსულტანტები: სტრუქტურული ინჟინერია: პროგრესი I მშენებლობის მენეჯმენტი: ანაგი
გუნდი: დევი ქიტუაშვილი, გოგიკო საყვარელიძე, მარია ფელანგია, მარიტა რურუა, ბოკა კილასონია, ლევან ძეგველაშვილი
პროექტი მდებარეობს მწვანე კონცხზე, ერთ – ერთ ყველაზე მიმზიდველ ზღვისპირა კურორტზე ბათუმიდან ახლოს შავი ზღვის სანაპიროზე. საპროექტო ტერიტორია გარშემორტყმულია სუბტროპიკული მცენარეებით, რომელიც გადაჰყურებს ზღვას და ადვილად მისაწვდომია მთავარი გზიდან. მიმდებარედ არსებული ბათუმის ბოტანიკური ბაღი ამ გარემოს დამატებით ხიბლს ანიჭებს. განაშენიანება ძირითადად ხასიათდება დაბალი ინტენსივობის ინდივიდუალური სახლებით და ტურისტული ინფრასტრუქტურით. ძველი დანგრეული, მაგრამ საბჭოთა ეპოქის მაინც ლამაზი დასასვენებელი სახლები მიმოფანტულია დასახლების მთელ ტერიტორიაზე.
პროექტის გენერალური გეგმა არის თანამედროვე არქიტექტურის, ბუნებრივი ლანდშაფტის შენარჩუნებისა და საზოგადოებაზე ორიენტირებული დიზაინის ნაზავი. გენერალური გეგმა მოიცავს ორ საგულდაგულოდ დაგეგმილ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს და მესამე შენობას, House of Wellness. გენერალური გეგმა უზრუნველყოფს ჰარმონიულ კავშირს საცხოვრებელ სივრცეებსა და რეკრეაციულ ობიექტებს შორის.
პროექტირებისას ხელუხლებლად დავტოვეთ ძველი მარშრუტები, რომელიც ახლა ორ ახალ საცხოვრებელ შენობას შორის მოექცა. ღია სასტუმროს ტიპოლოგია, რომელიც მჭიდრო კავშირშია მის შემოგარენთან, არქიტექტურა და დიზაინის კონცეფცია სიმარტივით არის ნაკარნახები. თითოეული სართულს, გამჭვირვალე მინის ფასადი აქვს, რაც ყველა მხრიდან ულამაზეს ხედს იძლევა. ჩვენი ძირითადი მიზანი იყო შენობის ინტეგრირება შეუფერხებლად და შერწყმა არსებულ ტოპოგრაფიასთან. მთელი კონცეფცია ეყრდნობა ლანდშაფტისა და გარემოს შენარჩუნებას - შენობის კონტურები უერთდება რეალურ რელიეფს და ინარჩუნებს ადგილის ხასიათს. მოცულობის სიმსუბუქე მიიღწევა შენობის ოდნავ აწევით, სადაც გამჭოლი პარკინგის ზონა განვითარდება.
პროექტის მესამე შენობა, House of Wellness წარმოადგენს სარეკრეაციო ნაგებობას, რომელიც მიმზიდველია როგორც ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის, ისე კურორტის ნებისმიერი სტუმრისთვის. ზღვის სანაპიროდან ოთხი წუთის სავალ მანძილზე გაშენებული ოთხ სართულიანი კონსტრუქცია მოიცავს სარეკრეაციო და გამაჯანსაღებელ აქტივობებს ღია და დახურულ სივრცეებში.
მესამე შენობის კონცეფციაზე მუშაობის ეტაპზე მუდმივად თვალწინ გვედგა სამი გამოსახულება: ადგილობრივი ლანდშაფტის გამოსახულება ახალი განაშენიანების გათვალისწინებით, საბჭოთა პერიოდის დასასვენებელი სახლების არქიტექტურა მწვანე კონცხზე და საერთაშორისო მაგალითები მსგავსი ფუნქციით. ახალი შენობის არქიტექტურა ადგილობრივი მეხსიერების სახეცვლილებაა, რომელიც ხორციელდება თანამედროვე ელემენტების საშუალებით და ერწყმის ადგილობრივ უნიკალურ გარემოს.
საბოლოო დიზაინი წარმოადგენს შიშველი რკინა-ბეტონის შეკიდულ სტრუქტურას შერბილებული კუთხეებით. სახურავზე განთავსებული საცურაო აუზის ქვედა ფილა დახრილია და სივრცეს უთმობს მის ქვეშ განლაგებულ რესტორანს. რესტორანში ღია და დახურული სივრცეები ერთიანდება დასაკეცი ღიობების საშუალებით. დრამატული მოხაზულობის კიბე მთავარ შესასვლელთან ათვლის წერტილს წარმოადგენს გასართობი და გამაჯანსაღებელი აქტივობებისკენ მიმავალ გზაზე.
პროექტირების პროცესში მთავარ გამოწვევებს წარმოადგენდა არსებული ლანდშაფტი. დატვირთული პროგრამა და ტერიტორიის გაბარიტული შეზღუდვები. არსებული ლანდშაფტისა და ნარგავების შენარჩუნებისთვის აუცილებელი იყო მიწისქვეშა სამუშაოების მაქსიმალური შეზღუდვა. აქედან გამომდინარე, პარკინგი განთავსდა მიწისპირა სართულზე; ღია საცურაო აუზი, რესტორანი და ყველა ძირითადი ფუნქციის სივრცეები მოეწყო ზედა სართულებზე. რესტორნიდან და სავარჯიშო დარბაზიდან იშლება ულამაზესი ხედები ზღვის მიმართულებით.
საინჟინრო სისტემები შენობის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ტექნიკური სივრცეები აუზის ქვედა სივრცეებშია განთავსებული, თუმცა შენობის ფორმები არ ეწინააღმდეგება მათ არსებობას. გათბობა-გაგრილებისა და კონდიცირების სისტემების ნაწილი შენობის უკანა მხარესაა განთავსებული. გასახდელები, საპირფარეშოები, სამზარეულო, საწყობები და მომსახურე პერსონალის ოთახები შენობის უკანა ზოლშია განთავსებული. ტერასაზე მთავარ და საბავშვო აუზთან ერთად განლაგებულია ღია სამზარეულო და ბარი რკინა-ბეტონის გადახურვით.
საინჟინრო სისტემები შენობის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ტექნიკური სივრცეები აუზის ქვედა სივრცეებშია განთავსებული, თუმცა შენობის ფორმები არ ეწინააღმდეგება მათ არსებობას. გათბობა-გაგრილებისა და კონდიცირების სისტემების ნაწილი შენობის უკანა მხარესაა განთავსებული. გასახდელები, საპირფარეშოები, სამზარეულო, საწყობები და მომსახურე პერსონალის ოთახები შენობის უკანა ზოლშია განთავსებული. ტერასაზე მთავარ და საბავშვო აუზთან ერთად განლაგებულია ღია სამზარეულო და ბარი რკინა-ბეტონის გადახურვით.