არქი ჯგუფის გაყიდვების ოფისი

ლოკაცია: თბილისი, საქართველო
პროექტის წელი: 2018
სტატუსი: აშენებული
დამკვეთი: არქი ჯგუფი
პროგრამა: შოურუმიI ოფისი I 700 კვ.მ
გუნდი: დევი ქიტუაშვილი, გოგიკო საყვარელიძე, ანა გრიგოლია, ნატალია ნებიერიძე, ელენე ედიშერაშვილი, სალომე კაცაძე, მარიამ გვაზავა, ნინო ხუნდაძე

არქი ჯგუფის გაყიდვების ოფისი მდებარეობს თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზის პირველ სართულზე. ქალაქის ცენტრში მდებარე ეს სივრცე მომგებიანი ადგილმდებარეობაა მსგავსი ოფისისთვის, ვინაიდან სამუშაო სივრცის გარდა ოფისი მოიცავს სამუშაო ოთახებს და შოურუმს.

მულტივერს არქიტექტურის გუნდმა იკვლია საოფისე სივრცეების კონცეფცია. კვლევა შედგებოდა რამდენიმე საფეხურისგან: ოფისების ტიპოლოგიის, ინტერიერში ფერის ფსიქოლოგიის, არქიტექტურული სტილის კვლევა. ორ სართულიანი სივრცე დაიყო ხალხმრავალ და მშვიდ სამუშაო სივრცეებად. პირველი სართული მთლიანად ეთმობა შოურუმს და დიდ შეხვედრების ოთახს, ხოლო მეორე სართულზე განთავსებულია ოფისები.
კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო თბილისის რუკა და მოძრავი დაფები საერთო სივრცეში, რათა მომხმარებლებმა ადვილად შეძლონ ინფორმაციის მიღება მათთვის სასურველ პროექტზე.
მთლიანობაში ოფისში გამოყენებული ფერები და მასალები ავეჯის არჩევანი გადაწყვეტილია მსუბუქ ღია ტონებში, აქცენტირებული მწვანე შეხვედრების ოთახი და ხის ზედაპირები. 

ოფისისთვის განსაზღვრული იყო არსებული არქიტექტურული ნაგებობის პირველი ორი სართულის გამოყენება. ვინაიდან, ოფისი განთავსდა არსებულ არქიტექტურულ მოცულობაში, შედეგად მნიშვნელოვანი იყო საპროექტო სივრცეების მაქსიმალურად მორგება არსებულ მრუდ სივრცეში. ღია სივრცის კონცეფცია სივრცის ეფექტურად გამოყენების საშუალებას იძლევა.ცნობილი ბრენდების ავეჯთან ერთად რიგი ნივთები ხელით დამზადებული ობიექტებია.